,,იქნებ ლაპარაკიც აგვიკრძალონ პარლამენტში?”- “ოცნება” აშშ-ს პასუხობს

მმართველი პარტიის წევრს თენგიზ შარმანაშვილს არგუმენტად სლოვაკეთის პრემიერის განცხადება მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, ამბობს, რომ ორივე თავდასხმა – ფიცოსა და ტრამპზე – ერთმანეთთან კავშირშია: ,,ფიცოს განცხადება თუ წაიკითხეთ, რომელიც უფრო ადრე გახდა მსხვერპლი. ის ლაპარაკობს, რომ ეს ერთი ერთშია და ერთი ძალების მიერ არის გაკეთებული. ახლა, რა ტერმინს გამოიყენებს იქ, „გლობალური ომის პარტიას“ თუ რაღაც […]

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს

ვიქტორ ორბანი ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს გამოცემის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამშვიდობო ტურის“ შემდეგ, უკრაინის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ლიდერებთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს „მოკლე შეფასების“ სახით წერილი მისწერა და თან „განსახილველად რამდენიმე წინადადება“ დაურთო. წერილში […]

,, რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” არ იყო?” – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის სარჩელზე

გირჩელი იაგო ხვიჩია საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე ,,აგენტების კანონის” წინააღმდეგ, ასე ეხმაურება: ,,მოგვწონს თუ არ მოგვწონს, “ქართული ოცნების” ის არგუმენტი, რომ “ახლა მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლო?” – რელევანტურია, იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ ამავე საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად უაზრობაზე პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად და იმპიჩმენტისთვის გამზადებულად გამოაცხადა. ამავე სასამართლოში მიგაქვს სარჩელი და წინაპირობა გაქვს ის, რომ შენ […]

ცესკოს რეგისტრაციისთვის 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა

დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები. ცესკოს რეგისტრაციის მოთხოვნით 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა, საიდანაც უკვე რეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია, ხოლო 19 რეგისტრაციის პროცედურებს გადის. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს პირველი […]

ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს აგრძელებს

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს ორშაბათს მორიგი დარტყმები მიაყენა. ტელეარხ „ალ ჯაზირას“ ცნობით, ორშაბათს, ნუსეირატში ისრაელის იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვი. აღნიშნულ ტელეარხს ისრაელში მუშაობა აეკრძალა მას შემდეგ, რაც ის ისრაელის ხელისუფლებამ დაადანაშაულა ჰამასის მხარდამჭერ გაშუქებაში. ისრაელის ბოლოდროინდელი გახშირებული შეტევის გაცხადებული მიზანი ჰამასზე ზეწოლის გაძლიერებაა შაბათ-კვირის შეტევების შემდეგ, როდესაც ისრაელის […]

ვიქტორ ორბანის მრჩეველი – ტრამპ-ვანსის ადმინისტრაცია კარგად ჟღერს

ტრამპ-ვანსის ადმინისტრაცია კარგად ჟღერს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანის მრჩეველმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაჟ ორბანმა განაცხადა. „ტრამპ-ვანსის ადმინისტრაცია კარგად ჟღერს. ვულოცავ ჯეი დი ვანსს დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევას“, – წერს ბალაჟ ორბანი X-ზე. წარსულში, ოჰაიოელმა სენატორმა ვიქტორ ორბანის მთავრობის ზოგიერთი პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „ყველაზე ახლოს, რაც კონსერვატორები უნივერსიტეტებში მემარცხენეობის დომინირების პრობლემის […]

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპზე თავდასხმაზე – გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს

გლობალური დაპირისპირება, რასაც ჩვენ ხანდახან „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ, იდეოლოგიური დაპირისპირების ეგზისტენციალურ მიუღებლობაში გადაყვანა, ასეთი მძიმე ინციდენტების ალბათობას ბადებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის კომენტირებისას გააკეთა. ქადაგიშვილის თქმით, ტრამპზე თავდასხმა ერთი ადამიანის მიერ იყო შესრულებული თუ სხვა ორგანიზატორები, მონაწილეები და წამქეზებლები ჰყავდა, ამაზე […]

გურამ მაჭარაშვილი – ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ემხრობა მშვიდობას – მისი მკვლელობის მცდელობა ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც მას ეწინააღმდეგება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა – ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპზე სროლის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დონალდ […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დაქირავებულმა 1000-ლარიანმა ექსპერტებმა იციან თურმე, ვინ ესროლა ტრამპს და არ იცის FBI-მ და CIA-მ – რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს უზნეობაა

„ქართულმა ოცნებამ“ და „ქართული ოცნების“ დაქირავებულმა 1000-ლარიანმა ექსპერტებმა იციან თურმე, ვინ ესროლა ტრამპს და არ იცის FBI-მ და CIA-მ – რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს უზნეობაა და დაგვცინეს ხომ კოლეგებმა, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მძიმე ფაქტის ვიწროპარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა. „მკვლელობის […]

ბსუ-ში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“ გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი” ფარგლებში გამართულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას „ინტერსექტორული თანამშრომლობა, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ინოვაცია“ მასპინძლობს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამდღიანი საზაფხულო სკოლა გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი” აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, ბათუმის […]