კახა კალაძე – ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ – მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს. აქ შეხვედრაზე არიან ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ […]
შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს – პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ – გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას

ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე, როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, მოქმედი ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ, მომავალი ჩემპიონები , – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს საუკეთესო შედეგების მიღწევა და სამშობლოში ამაყად დაბრუნება უსურვა. „ათლეტებისთვის […]
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება, – ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნა და მოამზადოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებისთვის. „კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ […]
პრეზიდენტი ოლიმპიადის მონაწილეებს – ჩვენთვის სპორტი გახდა ეგზისტენციალური, ერთობის ერთ-ერთი სახეობა – დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა, გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას

დარწმუნებული ვარ, იქნება მედლების ცვენა. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სპორტი ქართველებისთვის ერთობის ერთ-ერთი სახეობა გახდა და ამიტომ ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. „მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, ქალბატონ ელჩს, მოგესალმებით თქვენ, […]
ბანანის ტვირთში, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 6 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტვირთის ღირებულება, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა. CNN წერს, რომ ბანანში ტვირთში კოკაინის აღმოჩენის შემდეგ 5 ადამიანი დააკავეს. კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.
საქართველოში 6 თვეში 2 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც +10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან. საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და […]
ბათუმში მე-6 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო. წყარო: ipn.ge
გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია – რატი ბრეგაძე

გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა.”- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ. ოპონენტის პროვოკაციული, […]
დარწმუნებული ვარ, იმ სიხარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა ქართველ ხალხს აჩუქეს, გააგრძელებთ თქვენი წარმატებებით ოლიმპიადაზე

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა. „მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და დამსწრე საზოგადოებას. დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს. აქ შეხვედრაზე არიან ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ […]
მსოფლიოში ცნობილმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – აღმოსავლური ხელოვნების საგანძურის გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – აღმოსავლური ხელოვნების საგანძურის გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მიერ განხორციელებულ უნიკალურ გამოფენას დადებითი შეფასებით ეხმაურება. „წარმოდგენილმა შესანიშნავმა ექსპონატებმა […]