რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტრამპის მკვლელობის მცდელობას არჩევნებზე?

რესპუბლიკური პარტიის კონვენცია დაიწყო და ყოფილი პრეზიდენტი, ამ კვირაში, პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ. პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის თაობაზე კი კვლავ ბევრი კითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემადაც სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ. ანი ჩხიკვაძე საუბრობს “ფორმულას” ეთერში.

ორბანი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი მშვიდობის შუამავალი იქნება

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს წერს, რომ თუ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდება ის, რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის შუამავალი იქნება. წერილში ორბანი აღნიშნავს, რომ ტრამპი ამ ფუნქციის შესრულებას „დაუყონებლივ“ დაიწყებს. ორბანის წერილის მთავარი ადრესატი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია, თუმცა წერილი ევროკავშირის ყველა ლიდერმა მიიღო. წერილის გავრცელებამდე, ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ის რესპუბლიკური […]

ღაზაში ამბობენ, რომ ისრაელის თავდასხმებს სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ძალები აგრძელებს ღაზაში ომს. პალესტინელი ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ისრაელის მიერ განხორციელებული ბოლო საჰაერო შეტევის შედეგად, მოკლულია, მინიმუმ, 50 ადამიანი. პალესტინელთა ისლამისტურმა დაჯგუფება “ჰამასმა” ისრაელი ღაზაზე თავდასხმების გაძლიერებაში დაადანაშაულა. “ჰამასის” თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ არაბული ქვეყნების შუამავლობითა და შეერთებული შტატების ჩართულობით მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ […]

I კვარტალში TAV-მა თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან €27.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

TAV Holding-მა 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ჯგუფის შემოსავალმა 27.4 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.5%-ით მეტია.

ბიუჯეტი საქართველოს რკინიგზას სამგზავრო გადაყვანების კომპენსირებისთვის 8 მილიონ ლარს გადაუხდის

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონ ლარს მიიღებს – ამას ითვალისწინებს რკინიგზასა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს” შორის გაფორმებული შეთანხმება. რკინიგზა ანაზღაურებას მიიღებს სამგზავრო გადაყვანების სერვისის კომპენსირების სახით, რადანაც ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დაფინანსება აუცილებელია, რადგანაც სამგზავრო გადაყვანების სეგმენტი კომპანიისთვის ფინანსურად ზარალიანია. აღნიშნული კომპენსაცია სწორედ ამ ზარალის დაფარვას მოხმარდება. რკინიგზა წლების განმავლობაში მიუთითებს, […]

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში

კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18-თვიანი მუშაობის შედეგად, ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, ხარისხის 1,200-მდე სტანდარტი დანერგა. JCI-ის (Joint Commission International) ექსპერტების მიერ კომპლექსურად შეფასდა შემდეგი მიმართულებები: პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხოება-ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული […]

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა – აქედან 14 უცხოეთის მოქალაქეა

საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი – 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება. 2023 წელს დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 54, მოიძებნა 35; ქვემო ქართლი – 6, მოიძებნა 4; კახეთი – 21, მოიძებნა 17; შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1; სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2; გურია […]

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თეიმურაზ ხომასურიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების […]