ოლიმპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე. წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს. გარდა ამისა, ოლიმპიადის […]
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება – გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს გამოცდების მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი თელავის საგამოცდო ცენტრში დააკვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2024 წელს საგამოცდო ცენტრები გახსნილია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. ერთიანი […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი წიგნის – „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა“ წარდგენა მოხდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის მკვლევართა ავტორობით გამოცემული წიგნი – „კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, კონცეფციები და პრაქტიკა“ წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პროფესორების: ნანი არაბულის, აკაკი შეყელაძის, ვლადიმერ ადამიასა და ზაზა ცირამუას ავტორობით გამოცემული წიგნის პრეზენტაციას ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 17 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვეძინის, მესხის, თხინვალის, ცხემის, არსენას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, აბაკელიას, კოტეტიშვილის, ბესიკის, მიხაი ზიჩის, გრიბოედოვის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ზურაბ ჟვანიას, მთაწმინდის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 16 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.65 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 2.04 თეთრით. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6952 ლარია, ერთი ევროსი – 2.9378 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო – 2.99 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი – 2.94 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
„ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი გააკეთებს მართებულ არჩევანს“ — ესტონეთის თავდაცვის მინისტრი

„ამერიკის ხმის“ ინტერვიუ ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკურთან. — საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგში არ ყოფილა და საჯარო ტრიბუნებიდან არაფერი მოგვისმენია ქვეყნის შესახებ. არის საქართველო და მისი გაწევრიანება ამ ეტაპზე თქვენი დისკუსიების ნაწილი? — ამ ეტაპზე მთავარი ფოკუსი უკრაინაზეა და ცხადია, ყველას გვესმის, რატომაა ეს ასე. იქ სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც დაახლოებით 900 დღეა გრძელდება. […]
„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“- პროექტის ფარგლებში პირველი ადგილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით – „ინოვატორთა კლუბი- ციფრული კომპეტენციების განვითარება“

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“- პროექტის ფარგლებში პირველი ადგილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით – „ინოვატორთა კლუბი- ციფრული კომპეტენციების განვითარება“
თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის – პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს

თითოეული აფრიალებული დროშა, აჟღერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ყველა ჩვენგანისთვის – პრემიერი ქართველ ოლიმპიელებს ქართული სპორტი ვითარდება, აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სპორტის გუნდურ […]
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლპმიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება […]
მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის

მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება […]