ოლიმპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური ფიცი დადეს

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიემგზავრება. სპორტსმენებმა დღეს ოლიმპიური ფიცი დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა; თბილისის მერმა, კახა კალაძე. წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სპორტის 10 სახეობაში, პირად შეჯიბრებაში საქართველოდან მონაწილეობას 28 სპორტსმენი, მათ შორის 7 ქალი მიიღებს. გარდა ამისა, ოლიმპიადის […]
კახა წიქარიშვილი – თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქმედებდა მათრახის პოლიტიკა, დღეს გამოიყენება სტაფილოს პოლიტიკა: მოსამართლეს ეუბნები, თუ ჩემს დაკვეთას ასრულებ, არავინ შეგეხება, შენ გაქვს გარანტირებული, უვადოდ მშვიდი ცხოვრება

თუ ადრე დასჯა იყო მექანიზმი, დღეს დაუსჯელობაა მექანიზმი, მოსამართლეს ეუბნებიან, რომ შენ მემსახურე მე და მთელი ცხოვრება იქნები ხელშეუხებელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა არამოსამართლე წევრმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა. როგორც მან „პალიტრანისის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, სასამართლოში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამართლებრივი მექანიზმები არ გვაქვს და მოსაფიქრებელია რა უნდა მოუხერხდეს ამ ვითარებას. „სასამართლო […]
ზუგდიდის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო

ზუგდიდის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი/დევნილი) ახალგაზრდებზე (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე), რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე; „მერის სტიპენდიის მოსაპოვებლად განცხადებების მიღება 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ აქ: “, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რას ამბობს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯეი დი ვენსის არჩევა ტრამპის სტრატეგიაზე?

დონალდ ტრამპმა, 15 ივლისს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოდან, ჯეი დი ვენსი აირჩია. რას ამბობს ეს ტრამპის საარჩევნო სტრატეგიაზე? ანი ჩხიკვაძე “ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში. Facebook Forum
ზელენსკი მშვიდობის სამიტზე: ვფიქრობ, რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრნონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მშვიდობის მეორე სამიტს, რომლის გამართვაც ნოემბერში იგეგმება, რუსეთის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. ორშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მისი მიზანია, ამ დროისთვის მზა გეგმა ჰქონდეს და კიევმა კიდევ ერთი საერთაშორისო სამიტის გამართვა შეძლოს. გასულ თვეში, შვეიცარიაში გამართულ პირველ სამიტზე, უკრაინამ 92 ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლა, რათა დაეწინაურებინა საკუთარი სამშვიდობო გეგმა. რუსეთი, […]
,, ეს ამბავი ბაბუაჩემ ჟაკოს გავუმხილე. არ იდარდო, მე ვიცი მაგისი წამალიო, მითხრა…” – მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს: ყველაზე მაღალი გოგო მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტარდებოდა, მთელი სკოლა დირექტორის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მწკრივში დგებოდა. დირექტორი კიბის ზედა საფეხურიდან გვაკვირდებოდა, ხოლო რადიოს ჩახრინწულ ხმაზე ფიზკულტურის მასწავლებელი სხვადასხვა ვარჯიშს გვაჩვენებდა, რომელსაც მოსწავლეები სინქრონულად უნდა ავყოლოდით. „ერთი, ორი, სამი… […]
,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს? რატომ ვქენით ეს“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს: ,,ოლიმპიელებმა რა დაგვიშავეს 😔 რატომ ვქენით ეს:( ფეხბურთელების “შეფუთვაზე” ვინც იზრუნა მათთვის რომ მიენდოთ ეგ ამბავი არა?“
მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონს, ვერცხლის მედალოსანს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანს – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 ათას ლარს გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების პარიზში გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში მრავლად არიან ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები და […]
Pfizer-ი წონაში კლების პრეპარატების მრავალმილიარდიან ბაზარზე შედის

ახალი კვლევის ფარგლებში მის მონაწილეებს დღეში ორის ნაცვლად ერთ აბს აძლევდნენ და შედეგად, როგორც კომპანია ირწმუნება, იმედისმომცემი შედეგები მიიღეს. ფარმაცევტული გიგანტი ცდილობს დაეწიოს კონკურენტებს Eli Lilly-სა და Novo Nordisk-ს სექტორში, რომლის ბრუნვაც, პროგნოზების თანახმად, წელიწადში 130 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მისი ამონაგები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 20 პროცენტთ დაეცა და 14,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. მკვეთრი ვარდნის […]
ენტონი ბლინკენი ისრაელის წარმომადგენლებს მიმართავს: “მიუღებლად მაღალია“ ღაზის სექტორში მოკლულთა რიცხვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 16 ივლისს ისრაელის ორ მაღალი რანგის წარმომადგენელს აცნობა „მიუღებლად მაღალი“ რაოდენობის მსხვერპლის შესახებ სამოქალაქო მოსახლეობაში ალყაშემორტყმული ღაზის სექტორის ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბლინკენის პრეს-მდივანმა. ბოლო დღეებში ისრაელის სამხედროებმა რამდენიმე სასიკვდილო დარტყმა განახორციელეს სხვათა შორის ლტოლვილთა ბანაკზე და გაეროს რამდენიმე სკოლაზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. ამის […]