“წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი”, – პენტაგონის პრესსპიკერი

“საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება”,- ამბობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი და განმატავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. “ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას […]

მეტროს „საბურთალოს ხაზი“ 16 ივლისს მგზავრებს აღარ მოემსახურება

თბილისის მეტრო მუშაობას ყოველ დილით, 06:00 საათზე იწყებს და ღამის 12:00 საათზე ამთავრებს. საბურთალოს ხაზმა მგზავრების მიღება კი დღეს, 16 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე შეწყვიტა. მეორე ხაზზე შვიდი მეტროსადგურია: „სადგურის მოედანი 2“, „წერეთელი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“, „დელისი“, „ვაჟა-ფშაველა“, „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. „ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ… პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას […]

ჯეი დი ვენსმა ერთ დროს ტრამპი ჰიტლერს შეადარა, ახლა ისინი არჩევნებში ერთად მონაწილეობენ

რვა წლის წინ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსი იყო. მან რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს საჯაროდ „იდიოტი“ უწოდა და თქვა, რომ ის „დასაგმობი“ იყო. კერძო საუბარში მან ის ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მაგრამ იმ მომენტისთვის, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა ვენსი არჩევნებში თავის პარტნიორად დაასახელა, ოჰაიოს მკვიდრი უკვე ტრამპის ყველაზე გულმხურვალე დამცველი იყო […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი, და არა უბრალოდ შევერიოთ მას

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა’’, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი […]

ბიძინა ივანიშვილი – უკრაინაში ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს

უკრაინაში ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში “რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განმარტა, ქვეყანას მაქსიმუმ ერთი წელიწადი რჩება გადასატანი, რის შედეგადაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და […]

მეთიუ მილერი – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას – საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია. ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც საქართველოს […]

ნათია მეზვრიშვილი – ცოტა დეჟავუ მქონდა, ძალიან კარგად მახსოვს, ასე გახსნა ოფისი „ნაციონალუმა მოძრაობამ“ და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწია

ცოტა დეჟავუ მქონდა ამ ყველაფერს რომ ვუყურებდი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასე გახსნეს ოფისი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და ერთ თვეში ხელისუფლების დატოვება მოუწიათ , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას გამოეხმაურა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, […]

თამარ ჩუგოშვილი – მმართველ პარტიას რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, მას მერე, რასაც სჩადიან – ჩვენ წყალში გვეყრება ათწლეულების შრომა და ვკარგავთ საუკუნის შესაძლებლობებს „ქართული ოცნების“ გამო

„ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, ყოველ შემთხვევაში, დამაჯერებელი განახლება, ისეთი, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლოს მას მერე, რასაც სჩადიან, – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამო, საქართველო საუკუნის შესაძლებლობას კარგავს და ამ დროს ხელისუფლების გვერდით […]

მამუკა მდინარაძე – დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ

დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც, არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ, ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის […]

ბიძინა ივანიშვილი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს იმ ძალებზე, რომლებიც გასული ოთხი წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი ომსა და […]