ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნება

საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო ლაბორატორიულ სერვისებზე Bხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ მე- 14 ფილიალს, 16 ივლისს, ტყიბულში გახსნის. ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, კომპანია ტყიბულის მოსახლეობას ერთდღიან აქციას სთავაზობს. კერძოდ, 0-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ყველა პირი უფასოდ ჩაიტარებს რკინის, TSH-ისა და სისხლის საერთო ანალიზის კვლევას. სხვა ნებისმიერ ლაბორატორიულ […]

B ჰეპატიტის მართვის პროგრამაზე სახელმწიფო 1,32 მლნ ლარს დახარჯავს

პროგრამის თანახმად, B ჰეპატიტის მართვაზე 1,320 მლნ. ლარია გამოყოფილი. ბენეფიციართა გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის 920 ათასი ლარია გათვალისწინებული, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის, ტესტებისა და სახარჯი მასალის შესყიდვაზე კი – 400 მილიონი. ჯამში ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს. B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს პრევენციას, დიაგნოსტირებას და მკურნალობას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სკრინინგული კვლევა […]

საბურთალოს ხაზი ხვალ დილის 6:00-მდე მგზავრთა მომსახურებას წყვეტს

ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

რა თქვა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე – სრულად – Netgazeti • არჩევნები 2024 • ბიძინა ივანიშვილი • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

დღეს, 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისი და წინასაარჩევნო კამპანია გაიხსნა. მმართველი პარტიის ლიდერების შემდეგ, გახსნის ღონისძებაზე ყველაზე ბოლოს სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ამჟამად საპატიო თავმდჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა თავის სიტყვაში დღესაც გაიმეორა მუქარა, რომ არჩევნების შემდეგ „კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად უნდა აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ამასთან, ივანიშვილმა […]

როგორ უპასუხა ნინო ლომჯარიამ ბიძინა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ, ნინო ლომჯარია ფეირვერკიან ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ივანიშვილმა განაცხადა – ,, საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ”

23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველო-მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა გაიმართება

23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართება. მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს. მოსმენა სამშაბათს, თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება. მომხსენებლები იქნებიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯოშუა ჰაკი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კრისტოფერ სმიტი; აშშ-ის საერთაშორისო განვითარების […]

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი 06:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. “საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!” – წერია განცხადებაში.

CNN: აშშ-ს ტრამპის მკვლელობის ირანულ გეგმასთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირებში დონალდ ტრამპის მოკვლის ირანული გეგმის შესახებ ადამიანური წყაროსგან სადაზვერვო ინფორმაცია მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში გამოცემა ციტირებს იმ პირებს, რომლებსაც საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად მოახსენეს. ამასთანავე, CNN-ის თქმით, აღნიშნულ გეგმასთან კავშირში არ არის 20 წლის შეიარაღებული თავდამსხმელი, თომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც 13 ივლისს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა. […]

ბოკერია ოცნებაზე: ყველაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, პანიკის დათესვა სურთ

ახალი არაფერი – წინა გამოსვლა რომ აიღოთ ივანიშვილის, რუსი ბუნებისა და რუსეთის ბუნებრივი მოკავშირის, ოლიგარქის ივანიშვილის ერთი ერთში იგივე არის, არაფერი სიახლე არ არის. ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, კლიპი ვინც ნახა დაწყებისას, ომის გლობალურ პარტიასთან აქვთ ჩახუტების კლიპი. ანუ, ვისაც აბრალებენ, რომ საქართველოს დაქცევა უნდათ, ომით სისხლისღვრით და ჩვენი იდენტობის გაქრობით, აი, იმ ხალხთან ჩახუტების […]

აშშ-ის სენატორი მენენდესი, სასამართლომ მექრთამეობის საქმეზე დამნაშავედ ცნო

სამშაბათს შეერთებული შტატების სენატორი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის ბრალდების თექვსმეტივე ეპიზოდში, მექრთამეობის ჩათვლით, რომელიც მის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით იყო წარდგენილი. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მსაჯულები სამი დღის განმავლობაში, 12 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ, სანამ ვერდიქტს მიაღწიეს სასამართლო საქმეზე, რომელიც ცხრა კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. 70 წლის მენენდესმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ყველა ბრალდებაზე, რომელშიც უცხოეთის აგენტად მოქმედება […]