თბილისის სატრანსპორტო კომპანია – თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ. „საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია […]
ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება აშშ-ის და EU-ს ალტერნატივა არაა – ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ალტერნატივა არ არის. ივანიშვილის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის წლების მანძილზე პირადად ქმნიდა საფუძველს. „საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის, ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს […]
კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, 16 ივლისს, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისისა და წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლისთავზე „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, […]
ენმ-ს კრიტიკა, კონსპირაციები გლობალურ ომის პარტიასა და მეორე ფრონტზე – ივანიშვილის გამოსვლა

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა “გლობალური ომის პარტიისა” და “მეორე ფრონტის” კონსპირაციაზე საუბარს დაუთმო. ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლა ნაციონალური მოძრაობის კრიტიკით დაიწყო და ამ კონტექსტში “გლობალური ომის პარტიაზე” ისაუბრა. “ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ვეღარასოდეს განაცხადებდა […]
მეთიუ მილერი: საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია და სხვა გზა აირჩია

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ბრიფინგზე საქართველოს კონტექსტში ვაშინგტონის NATO-ს კომუნიკეზე ჰკითხეს, რომელშიც საქართველო წინა წლებთან შედარებით ერთხელ არის ნახსენები და არაფერია ნათქვამი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე. კითხვის პასუხად მეთიუ მილერმა თქვა, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა გრძელდება, მაგრამ მთავრობამ სხვაგან გადაუხვია. მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებულმა კანონებმა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიული ტრაექტორიისგან აშორებს ფუნდამენტურად შეცვალა […]
პოლონეთში მეგა აეროპორტის მშენებლობა გადავადდა

პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის ახალი მეგა აეროპორტის პროექტი დაამტკიცა, თუმცა მაგრამ პროგრამა გადაიხედა და ის 2032 წლამდე არ გაიხსნება. პირველადი გეგმების მიხედვით, აეროპორტის პირველი ეტაპი 2027-2028 წლებში უნდა დასრულებულიყო. პროექტით Centralny Port Komunikacyjny CPK პოლონეთს სურს ააშენოს ვარშავას მახლობლად ახალი აეროპორტი ააშენოს, რომელიც გახდება მნიშვნელოვანი კვანძი ევროპასა და აზიას შორის. გეგმების მიხედვით, ახალი პოლონური ჰაბი წელიწადში […]
თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, უკრაინაში ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს – ივანიშვილი

უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის განაცხადა. მისი თქმით, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც, ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული […]
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილი ოჯახების საცხოვრებლით ან ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებას ითხოვს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. ინიცირებული პროექტის მიხედვით, დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება და ისეთივე საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი, როგორსაც ოჯახი ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა. კერძოდ, დღეს მოქმედი წესით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის […]
ირაკლი კობახიძე-ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება
ირაკლი კობახიძე-ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი”– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს. […]
26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ გამკლავებოდა რევოლუციისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას

26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ გამკლავებოდა რევოლუციისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას „კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში […]