გლდანში ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქალი ინდოეთის მოქალაქეა და მასთან ერთად მცხოვრები ორი პირი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მაკრონი პრემიერმინისტრის პოსტიდან გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნას დათანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერმინისტრის პოსტიდან გაბრიელ ატალის გადადგომას დათანხმდა. გაბრიელ ატალმა გადადგომის მოთხოვნა ოფიციალურად ემანუელ მაკრონს საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შემდეგ, 8 ივლისს წარუდგინა, თუმცა მაშინ მაკრონი ამ მოთხოვნას არ დათანხმდა და ატალს სთხოვა, ქვეყნის სტაბილურობისთვის დროებით პრემიერმინისტრის პოზიციაზე დარჩენილიყო. გაბრიელ ატალს თანამებობიდან ოფიციალურად გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მემარცხენე ალიანსს, რომელმაც […]

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.­ კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს, 13:20 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში და ხოდაბუნებში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში – ბიძინა ივანიშვილი

„საქართველო თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად, საქართველო ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, გუშინ, საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს […]

რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 42 756 შეადგინა, რომელთა შორის 22 192 კაცი და 20 564 ქალი იყო. ბოლო წლებში საქართველოში ფასების ზრდის და მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, დაკრძალვის ხარჯებიც დაახლოებით 15-20%-ით გაზრდილია. საფლავი, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტები, კატაფალკით მომსახურება, ქელეხის სუფრა – ეს ის ძირითადი ატრიბუტებია, რაც დაკრძალვისთვის აუცილებელია. სარიტუალო დამკრძალავი ბიუროები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასის და […]

კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში

კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა და JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18-თვიანი მუშაობის შედეგად, ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, ხარისხის 1,200-მდე სტანდარტი დანერგა. JCI-ის (Joint Commission International) ექსპერტების მიერ კომპლექსურად შეფასდა შემდეგი მიმართულებები: პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხოება-ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული […]

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. ევროპის […]

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაციო კასისი ავრცელებს. იგნაციო კასისის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ისაუბრა. „გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, მე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შევხვდი და მას უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ვაცნობე“, – წერს კასისი X-ზე. შვეიცარიელი […]

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 65-ე სესიის ფარგლებში, „საქპატენტის“ თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საქპატენტის“ ხელმძღვანელმა WIPO-ს გენერალურ დირექტორს უწყებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული და მიმდინარე ინსტიტუციური თუ საკანონმდებლო რეფორმები გააცნო. „შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს „საქპატენტისა“ და WIPO-ს თანამშრომლობის შედეგები და […]

საქართველოში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 6:09 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს დასავლეთით, სოფელ ლენინოვკასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა.