კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნა და მოამზადოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებისთვის. „კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს […]

„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქავთარაძის განცხადებით, ისინი კონგრესმენებს შეხვდნენ და საქართველოში არსებული პოლიტიკური საკითხები და გამოწვევები გააცნეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობითი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, […]

ალექსანდრე კრევო-ასათიანი – ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს, მათ ერთიანობა გადაწყვიტეს, რაც საქართველოსთვის მკაფიო „მესიჯი“ უნდა იყოს

დონალდ ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა. საქართველოსთვის კი ეს უნდა იყოს მკაფიო „მესიჯი“, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა. მისივე თქმით, კონგრესზე ერთიანობა მთავარი „მესიჯი“ იყო. […]

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით – მაია ბითაძე

„ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ქართული ოცნება“ წელს არჩევნებს მოიგებს უპრეცედენტო მხარდაჭერით. ძალიან ნათელია უკვე არჩევანი იმ ბოროტ, რადიკალურ ძალასა და იმ ძალას შორის, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მშვიდობა უნდა ერთხელ და სამუდამოდ“, – აღნიშნა ბითაძემ.

დავით კეზერაშვილს ქვეშევრდომები ეახლნენ

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლარნაკაში დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, აღმასრულებელი მდივანი დავით კირკიტაძე და პოლიტ-საბჭოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები და კეზერაშვილის პოზიციების შესუსტების საკითხები. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი სააკაშვილს დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. მიზეზი კი, […]

საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ლიეტუვასთან გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლების დამარცხება ანგარიშით 1:0 შეძლეს და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება 88-ე წუთზე მაიკო ბებიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის წყალობით მოიპოვა. საქართველოს […]

ადმინისტრაცია: კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 18 ივლისს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ქალაქ ვუდსტოკში ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. ადმინისტრაციის […]

მიშელის თქმით, ორბანს არ აქვს EU-ის მანდატი უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკების წარმოებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს საპასუხო წერილი მისწერა, სადაც აღნიშნა, რომ ორბანს არ აქვს ევროკავშირის მანდატი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებაზე. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. “საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობა არ ასრულებს არანაირ როლს კავშირის წარმომადგენლობაში საერთაშორისო ასპარეზზე და არ მიუღია მანდატი, რომ იმოქმედოს კავშირის სახელით”, – ნათქვამია შარლ მიშელის საპასუხო წერილში. შარლ […]

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნაყოფიერი დღეა, შანსი გაქვთ გააკეთოთ ბევრი სასარგებლო საქმე საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ იპოვნოთ გზა, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ისწავლოთ რაიმე სასარგებლო. დღეს მიღებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, მალე გამოგადგებათ. კურო დღის პირველი ნახევარი დაძაბულია. შეიძლება გაგიჭირდეთ სხვებთან ურთიერთობა. ეჩხუბოთ მათ, ვისთანაც ადრე ადვილად იპოვნეთ საერთო ენას. დღის მეორე ნახევარი შესაფერისია […]

მძიმე ავარია ბათუმში – მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

მძიმე ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. ასაკოვან კაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მოტოციკლის მძღოლი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.