თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების კომპანია „ვინ ვეის“ პრიორიტეტი ხარისხია

საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილობრივი სარგებლობს, თავად სასტუმროების თუ სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა კი 3000-მდეა. სასტუმროებთან დაკავშირებული ბიზნესებიც, მთელი სექტორის კვალდაკვალ, სწრაფად ვითარდება. სასტუმროების ხარისხიანი, გამართული მომსახურება სამრეცხაოთი და ქიმწმენდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც მთლიანი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. […]

საქართველოში ეკონომიკურ ზრდას დაკრედიტება, ძლიერი მოხმარება და ინვესტიციები განაპირობებს – ADB

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ADB-ის ახალი პროგნოზით, კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ADB-ი ამ რეგიონში საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს აერთიანებს. ახალი პროგნოზით ამ რეგიონში წელს 4.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული […]

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა. ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის. 1tv.ge

დავით ნარმანიამ მელიორაციის სექტორში ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის მიერ დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ შესახებ ისაუბრა და ის ახალი რეგულაციები განმარტა, რომელიც მელიორაციის სექტორში წყლის მიწოდების რეჟიმებს შეეხება. „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“ ემსახურება საირიგაციო წყლის გამჭვირვალე და სამართლიან განაწილებას, წყალმომარაგების სწორ მოლოდინის შექმნასა და წყლის მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას. […]

საქართველოში ეკონომიკურ ზრდას დაკრედიტება, ძლიერი მოხმარება და ინვესტიციები განაპირობებს – ADB

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ADB-ის ახალი პროგნოზით, კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში უფრო ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ADB-ი ამ რეგიონში საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს აერთიანებს. ახალი პროგნოზით ამ რეგიონში წელს 4.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული […]

როგორ გადაიჭრება გლდანის „თეთრი ტბის“ ეკოლოგიური პრობლემა?

თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტერიტორიის შესწავლა დაევალა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა […]

Bloomberg: 17 ივლისს რუსეთი და უკრაინა 180 ტყვეს გაცვლიან

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთი და უკრაინა 17 ივლისს დილის საათებში 180 ტყვეს გაცვლიან. გამოცემის წყაროზე დაყრდნობით, ტყვეთა გაცვლის ფასილიტატორი არაბთა გაერთიანებული საამიროებია, რომელმაც წელს უკვე 1 400-მდე დატყვევებული სამხედროს გაცვლას შეუწყო ხელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების სპიკერმა უარი თქვა კომენტარზე. ივნისის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს […]

შაჰინმა ქართველი ხალხის აქტი აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესწორების სახით წარადგინა

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართველი ხალხის აქტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებასა და სამოქალაქო საზოგადოების, მინიმუმ, 50 მილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს, აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის შესწორების სახით წარადგინა. “ქალბატონმა შაჰინმა წარადგინა ცვლილება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედორ […]

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

15 ივლისიდან ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა. ცვლილების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ დარჩენა 60-დღემდე შეეძლებათ. ტაილანდმა სავიზო წესებში ცვლილების შეტანის გეგმის შესახებ გასულ მაისში გამოაცხადა, ივლისიდან კი ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა გაორმაგდა და უვიზო ქვეყნების სია გაიზარდა. ცვილელების შედეგად 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 57-ის ნაცვლად 93 ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს. ქვეყნის […]

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გლდანის ტბაზე სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, პაატა ტოგონიძის განცხადებით, გლდანის დიდ (თეთრ) ტბაზე სამუშაოები აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, ტბის შევსებას რამდენიმე თვე დასჭირდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის დიდი (თეთრი) ტბის შევსების სამუშაოები დაევალა. პირველ ეტაპზე კვლევა ჩატარდა. კვლევის […]