საია-ს თავმჯდომარე – ქვეყანაში გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ არსებობს – „რუსული კანონის“ მიღება მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ქვეყანაში გენდერულად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ არსებობს. საია-მ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა თემაზე – „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“. როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, გამოწვევების პარალელურად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში ახალი გამოაქვეყნა, რომელიც […]
დავით ნარმანია – მელიორაციის სექტორში სატარიფო საკითხები ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება

მელიორაციის სექტორში სატარიფო საკითხები ამ ეტაპზე გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნარმანიას განმარტებით, გარდა ფერმერებისთვის წყლის მიწოდების გეგმა-გრაფიკების შედგენისა, მელიორაციის კომპანიას თავისი სისტემის სრული ინვენტარიზაცია დაევალა. „რამდენადაც ცნობილია, მარეგულირებელ კომისიას დაემატა მელიორაციის რეგულირების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა […]
ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი კორპუსი სამგორის რაიონში ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, რომელშიც დეველოპერულ კომპანიებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. „კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-10 კვარტალში. ესაა მეცხრე კორპუსი. ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი […]
გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ეტაპი, 2025 წლის ივნისში დასრულდება. „გლდანის VIII მიკრორაიონში, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სადემონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. დაგეგმილია გარე […]
თბილისის მერია გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტულ ღონისძიებებს იწყებს

თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა, გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ტერიტორიის შესწავლა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა […]
ისრაელმა ღაზაში 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა ღაზაში 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელმა მოიერიშე თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით ღაზის სექტორში მდებარე 25-ზე მეტ ობიექტს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები რაკეტების გამშვებ პუნქტებსა და ტერორისტული დაჯგუფებების ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ასევე, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დრონით თავდასხმის შედეგად […]
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი მცირედით, 4.9%-დან 5.0%-მდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მცირედით გაზარდა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი 4.9%-დან 5.0%-მდე, რაც განპირობებულია მზარდი რეგიონული ექსპორტით, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ შიდა მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 4.9%-ზე შენარჩუნდა. ამასთან, როგორც აზიის განვითარების პროგნოზის განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაცია წელს სავარაუდოდ 2.9%-ამდე შემცირდება, […]
კახა კალაძე – წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია

წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს, საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც ივლისში ქალაქში რჩებიან. „გასული […]
ნიკოლ ფაშინიანი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი ხვალ ოქსფორდშირის საგრაფოში, ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.
გაბრიელ ატალმა საფრანგეთის პრემიერის პოსტი ოფიციალურად დატოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით მუშაობას მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშვნამდე გააგრძელებს. „იმისათვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკის პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“, – ნათქვამია ელისეის […]