რატი იონათამიშვილი – მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, ეს ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან

მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეები ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება. „მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა […]

გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია – მათი გუშინდელი ძვირადღირებული შეხვედრა იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, „ვაი, დავმარცხდით და რა გვეშველება“

12 წელია ივანიშვილი ზიზღისა და დაპირისპირების რიტორიკით მართავს ამ ქვეყანას; 12 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო, 12 წლის თავზე, ბოლომდე, სრულად შეწყვიტეს ევროინტეგრაციის პროცესი – „ქართული ოცნება“ არის გრენლანდია, რომელიც გასატანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შეკრება იყო წაგების შეკრება. […]

პაატა მანჯგალაძე – 12 წლის თავზე მოდიხარ და კვლავ ძალადობასა და რეპრესიებს აანონსებდე, ეს არის ნონსენსი და ამას მოქალაქეები საკადრის პასუხს გასცემენ – გუშინ რასაც ვუყურებდით, ფაქტობრივად, იყო „ქართული ოცნების“ პანაშვიდი

გუშინ რასაც ვუყურებდით, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ პანაშვიდი იყო, აღიარებითი პანაშვიდი, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ივანიშვილის განცხადების მიზანია დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა. „ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების თვითაღიარება. […]

121 არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, სარჩელი უკვე მზადაა და მას სასამართლოში დღეს შეიტანენ. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დროებით შეჩერდეს კანონში არსებული სადავო ნორმების მოქმედება. გარდა ამისა, ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პარალელურად სარჩელი მზადდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. როგორც […]

თბილისის მერიამ „ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 12 ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფინანსა

2024 წელს თბილისის მერიისგან თორმეტმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად დაფინანსება მიიღო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერიაში შესული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული პროექტებიდან ოთხის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ესენია აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ „ჰერას“, „საქართველოს კარიტასის“, „სოციალურ საწარმოთა და მეწარმეთა ასოციაციის“ და […]

ვასო ურუშაძე – 26 ოქტომბრის არჩევნებში, თუ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, საქართველო ასამდე ინფრასტრუქტურულ პროექტს დაკარგავს

26 ოქტომბრის არჩევნებში, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, საქართველო ასამდე ინფრასტრუქტურულ პროექტს დაკარგავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია მნიშვნელოვანი პროექტების დაკარგვაზე. „ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდება, დაიკარგება ათი მილიარდის ინვესტიცია და საშუალოდ ასი ათასი სამუშაო ადგილი. ეს მოხდება იმ პირობებში, […]

რუსული კანონის წინააღმდეგ NGO-ების სარჩელი მზადაა – მას საკონსტიტუციოში დღეს შეიტანენ

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი უკვე მზად არის და სასამართლოში დღეს გაიგზავნება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სარჩელის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად. “რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით […]

როგორ გადაიჭრება გლდანის „თეთრი ტბის“ ეკოლოგიური პრობლემა?

თბილისის მერიამ გლდანის დიდი (თეთრი) ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტერიტორიის შესწავლა დაევალა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა […]

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა. ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის. 1tv.ge

თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავების კომპანია „ვინ ვეის“ პრიორიტეტი ხარისხია

საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილობრივი სარგებლობს, თავად სასტუმროების თუ სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა კი 3000-მდეა. სასტუმროებთან დაკავშირებული ბიზნესებიც, მთელი სექტორის კვალდაკვალ, სწრაფად ვითარდება. სასტუმროების ხარისხიანი, გამართული მომსახურება სამრეცხაოთი და ქიმწმენდით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც მთლიანი სფეროს შეუფერხებელ ფუნქციონირებას განსაზღვრავს. […]