ლაბორატორიის აღჭურვა და ₾50 000-იანი ლიცენზიის აღება – თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა. საკითხი დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს – ის აწესებს ვალდებულებას რომ საქართველოში თამბაქოს წარმოებას ესაჭიროება ლიცენზია, ხოლო ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კი კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალებათ, სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა […]

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ფარსია – რატი იონათამიშვილი

ეს ადამიანები არიან ორმაგი სტანდარტის, როცა უნდათ, კონსტიტუციას აძაგებენ, როცა უნდათ, საკონსტოტუციო სასამართლოს მიმართავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სარჩელთან დაკავშირებით. „მათი მხრიდან ეს ყველაფერი სპეკულაციები და ფარსია, სინამდვილეში, არც კონსტიტუციას სცემენ […]

ბაიდენი გავა წინასაარჩევნო რბოლიდან, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ექნება – CBS News

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მიატოვებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება. „იმ შემთხვევაში, თუ მე რამე სერიოზული ავადმყოფობა დამემართებოდა, თუ ჩემთან ექიმები მოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ მე პრობლემა მაქვს“, – ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არსებობ თუ არა რამე სერიოზული მიზეზი, რის […]

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან დაიწყო. განახლებული რეგულაციის თანახმად, 93 ქვეყნის მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ 60 დღით შეუძლიათ გაჩერება, სიაში საქართველოცაა. ტაილანდის ოფიციალური პირების თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღების მიზანი უცხოელი ტურისტების მოზიდვაა.

პენტაგონის პრესსპიკერი: წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი აცხადებს, რომ აშშ დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალებს გაძლიერებაში. მან „ამერიკის ხმის“ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების უვადოდ შეჩერებაზე. „წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარტნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ‘ღირსეული პარტნიორი’. ასე რომ, […]

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანენ

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის სახელით, გამოაცხადეს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება. სარჩელს სასამართლოში დღეს, 17 ივლისს, შეიტანენ. ორგანიზაციები სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, მოითხოვენ „აგენტების კანონში” შეტანილი არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას. „ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი […]

რაიდერი: გავაგრძელებთ საქართველოსთან და თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას

პენტაგონის პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის თქმით, ღირსეული პარტნიორის წვრთნების გაუქმების მიუხედავად, აშშ საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას ჯერჯერობით გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა. “სხვა გაუქმების შესახებ ახლა არაფერი ვიცი.” – უპასუხა რაიდერმა შეკითხვას, ღირსეული პარტნიორი 2024-ის გაუქმების შემდეგ, იგეგმება თუ არა საქართველოსთან სხვა ღონისძიებებისა და თანამშრომლობის შეჩერებაც. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის სპიკერს ჰკითხეს, ხედავს თუ […]

121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს მიმართავს

121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ბრიფინგზე IDFI-ს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი დავითურმა წაიკითხა. მისი თქმით, სარჩელი უკვე მზად არის და ის სასამართლოს დღეს, 17 ივლისს გაეგზავნება. განცხადება სრულად: “121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჯერად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს […]

მასკს გენდერული იდენტობის კანონის გამო X-ი და SpaceX-ი კალიფორნიიდან ტეხასში გადააქვს

ილონ მასკს კალიფორნიის შტატში მიღებული გენდერული იდენტობის კანონის გამო მისი კომპანიების, X-ის და SpaceX-ის ცენტრალური ოფისები კალიფორნიიდან ტეხასში გადააქვს. ახალი კანონის მიხედვით, კალიფორნიაში, თუ სკოლას ბავშვი შეატყობინებს რომ განსხვავებული გენდერული იდენტობა აქვს, ადმინისტრაციას ეკრძალება ამ ინფორმაციის მშობლებთან გაზიარება. აღნიშნულ კანონს კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი 15 ივლისს მოაწერა. კანონის მიღების შესახებ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, […]

კალაძე: აგვისტოს შემდეგ გლდანის „თეთრი ტბა“ წყლით შეივსება

გლდანის თეთრ ტბაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაოები დაიწყო და აგვისტოს შემდეგ ტბის წყლით შევსება დაიწყება, რაც GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს, 17 ივლისს, განაცხადა. მერის თქმით, წლების განმავლობაში უყურადღებობამ გამოიწვია ტბის დაშრობა. „იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ის ბალანსზე არსებული […]