თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, კოსტავას, იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, გამრეკელის, ტაშკენტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, […]
რა ქონებას ყიდის სახელმწიფო აუქციონზე?

· ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები – 6.4 მლნ ლარი; აუქციონი 18 ივლისს დასრულდება. · ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცოცხნარაში მდებარე 5454.00 კვ.მ. და 5802.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები – 3.2 მლნ ლარი; აუქციონი 2 აგვისტოს დასრულდება · გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ […]
პარლამენტში, ხვალ, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმენენ. გაბიტაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის არჩევის საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გავა. საპროკურორო საბჭოში გამართული გასაუბრების შედეგად, გაბიტაშვილმა 11 ხმა – საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე მეტის მხარდაჭერა მიიღო. ექვსი წლის ვადით, ახალი გენერალური პროკურორის ასარჩევად პარლამენტის 76 […]
18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება

18 ივლისს, 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია. 18 ივლისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმენს. ახალი გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი ამავე დღეს კენჭისყრაზე დადგება. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ. რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვა კანონპროექტების […]
თბილისში, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მეორეს დანით დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მეორე პირი კი სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო. რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა. რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს […]
გიორგი ვაშაძე – გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება, თუ ერთიანობა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ

საქართველოს მოქალაქეს მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი უნდა შვილებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ძალა, რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება, არ შეიძლება იყოს ხელისუფლება. „ქართული ოცნება” ყოფს და კვლავ აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ. ამიტომ გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება, რასაც ივანიშვილი და მისი […]
კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით, 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე […]
„წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი”, – პენტაგონის პრესსპიკერი

სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. „საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება”,- ამბობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი და განმატავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები. “ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ […]
გაფიცვის მე-6 დღეს “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები სოლიდარობის აქციას გეგმავენ

6 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. დღეს, 17 ივნისს, საღამოს 7 საათზე. კომპანიის ოფისის წინ [მექანიზაციის #1] გაიმართება სოლიდარობის აქცია. გაფიცულები მოქალაქეებს მათ მხარდასაჭერად იწვევენ. “ევოლუშენში” დასაქმებულთა პროფკავშირის, ევო-კავშირის წევრის, მახარე პატაშურის თქმით, გაფიცულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. თუმცა, პირადი დაკვირვებით ამბობს, […]