ამოქმედდა ბ ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამა

ამოქმედდა ბ ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამა საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები, სერვისს, სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი, საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად […]

ეკა სეფაშვილი ქართულ ოცნებაზე: არც არასდროს გვქონია განსხვავებული შეფასებები

ხალხის ძალა და ქართული ოცნება ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას… ჩვენ ღირებულებითი ერთობა გვაქვს და არც არასდროს არ გვქონია განსხვავებული შეფასებები. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას. სხვადასხვა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ამჟამად უმრავლესობის გუნდს 60%-იანი მხარდაჭერა აქვს. კიდევ უფრო ცხადი გახდება ხალხისთვის ის ტყუილი, ის დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია […]

დააკავეს ნაცისტების ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდა

აშშ-ს გამოძიების შედეგად დააკავეს ნეონაცისტური დაჯგუფების – მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. დაკავებული 21 წლის მიხაილ ჩხიკვიშვილია. ის ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების მოწამლული კანფეტებით დახოცვას გეგმავდა. ჩხიკვიშვილი მოლდოვაში, კიშინიოვში დააკავეს. ჩხიკვიშვილი თანამზრახველის სანტა კლაუსის ფორმით შენიღბვას და ებრაელი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას გეგმავდა. მას წაუყენეს 4 ბრალი, მათ შორის სიძულვილის დანაშაულის გაღვივებასა და […]

პარიზის მერმა სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ მდინარის წყალი ვარგისია შეჯიბრებისთვის

2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცხრა დღით ადრე, პარიზის მერმა ანნ იდალგომ მდინარე სენაში იცურავა იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთის დედაქალაქის გადამკვეთი დინარის წყალი შესაფერისია შეჯიბრებებისთვის. 17 ივლისის დილით, იდალგოსთან ერთად მდინარეში შეცურეს ასევე ტონი ესტანჟმა, პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა და მარკ გიიომიმ, ილე‑დე‑ფრანსის რეგიონის პრეფექტმა. მათ მიცურეს პლატფორმამდე, რომელიც გაშვების ადგილიდან დაახლოებით 100 […]

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. სამინისტრო აცხადებს, რომ პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. „პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები“, […]

ფორმულას ინფორმაციით, ლელო, დოლიძის პარტია და ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა ერთიანდებიან

ფორმულას ინფორმაციით, პარტია ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია “ხალხისთვის” და პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” ერთიანდებიან. ფორმულას ინფორმაციითვე, პარტიები და პოლიტიკური მოძრაობა გაერთიანებასთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს განაცხადებენ. გაერთიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ უარყოფენ პარტიების ლიდერები, თუმცა აღნიშნავენ, რომ დამატებით დეტალებს საზოგადოება დღეს 21:00 საათზე გაიგებს. “ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მთელ რიგ პოლიტიკურ აქტორებთან, ინდივიდებთან და საინტერესო პატრიოტ ადამიანებთან, […]

“აგვისტოს შემდეგ გლდანის „თეთრი ტბა“ წყლით შეივსება” – კალაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

კახა კალაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით გლდანის თეთრ ტბაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაოები დაიწყო და აგვისტოს შემდეგ ტბის წყლით შევსება დაიწყება, რაც GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება. „იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ის ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება. ამასთან, ჩატარებული კვლევების საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა GWP-სთან, რომლის […]

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – გლდანის ტბაზე სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ტოგონიძის განცხადებით, გლდანის დიდ (თეთრ) ტბაზე სამუშაოები აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, ტბის შევსებას რამდენიმე თვე დასჭირდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის დიდი (თეთრი) ტბის შევსების სამუშაოები დაევალა. პირველ ეტაპზე კვლევა ჩატარდა. […]

დედოფლისწყაროში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, დამატებით, 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება

კახეთის მოსახლეობას სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო. “დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სარწყავ სისტემაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ სამთაწყაროს, დამატებით, 500-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის […]

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ

პარლამენტი „პენიტენციურ კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, ტერორიზმში, კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს პაემნის, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სხვა უფლებები შეეზღუდებათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული პროექტს, 18 ივლისის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად რიგგარეშე სხდომაზე გავა. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება. “პენიტენციურ კოდექსს“ […]