“ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ

“ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებას ერთიანად გაიზიარებენ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო არჩევნებში „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ საერთო სიას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, სადაც ხალხს სუვერენულ სახელმწიფოსა და უცხო ძალებს დაქვემდებარებულ ქვეყანას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. […]

ტრამპის თქმით, ტაივანმა აშშ-ს თავდაცვის გარანტიებისთვის უნდა გადაუხადოს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტაივანმა აშშ-ს თავაცვის გარანტიებისთვის უნდა გადაუხადოს. “ტაივანელ ხალხს კარგად ვიცნობ და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. მათ ჩვენი მიკროჩიპების ბიზნესის 100% წაიღეს. ვფიქრობ, ტაივანმა ჩვენ თავდაცვისთვის უნდა გადაგვიხადოს. არაფრით არ განვსხვავებით სადაზღვეო კომპანიისგან, ტაივანი კი არაფერს არ გვაძლევს. […] მათ ჩვენი ჩიპების ინდუსტრიის თითქმის 100% წაიღეს, […]

როგორ შეიქმნა ქართველ სპორტსმენთა ჩაცმულობა 2024 წლის ოლიმპიადისთვის

საქართველოს ოლიმპიური გუნდის ფორმა, რომლითაც ისინი პარიზის ოლიმპიადაზე წარდგებიან, დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა შექმნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა, დაუდასტურა. ელგუჯა ბერიშვილს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა ქართველი სპორტსმენების ფორმა, რომელიც საზოგადოებამ ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე იხილა. · „თუ მოსალოდნელი შედეგები არ დაიდო, ამ ფორმის ბრალი იქნება“; · „ცუდად გათლილ […]

აშშ-ის პროკურატურა: დაკავებულია ქართველი ნეონაცისტი ლიდერი, რომელიც ებრაელი ბავშვების მოწამვლას გეგმავდა

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, დააკავეს აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ნეონაცისტური ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ნიუ-იორკელი ებრაელი ბავშვების მოწამვლა ჰქონდა დაგეგმილი. როგორც გაირკვა, დაკავებული საქართველოს მოქალაქე 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილია. მას ბრალი წაუყენეს შეთქმულების გამო, რომლის თანახმადაც, მის ერთ-ერთ თანამოაზრეს სანტა კლაუსის ფორმა უნდა ჩაეცვა და ნიუ-იორკში ებრაელ ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეული დაერიგებინა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს, […]

2023 წელს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა 3.1%-ით შემცირდა

2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეთა რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა და შეადგინა 376,6 ათასი მოსახლე, მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა 0.79%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2015-2021 წლებში მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა შემცირდა 2.3%-ით მაშინ, როდესაც […]

იმერული მუხის აღდგენის, დაცვისა და შენარჩუნების პროექტისთვის BP Georgia ₾1,6 მლნ-ს გამოყოფს

აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” მიერ, კომპანია BP Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის – იმერული მუხის დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად – პროექტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. “პროექტი ორი ფაზისგან შედგება: პირველ ფაზაში 1,4 ჰექტარზე დაირგო 5 000-მდე იმერული […]

წელს ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებელი რეკორდული იქნება – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიას თქმით, წელს ქვეყანაში ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობა რეკორდული იქნება. ამის შესახებ მან ხორბლის მოსავლის აღების პროცესის გაცნობისა და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას თქვა. „წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტრო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც […]

რომან გოცირიძე – გუშინ ვიხილეთ შემოძარცული, ამორტიზებული და გაცვეთილი „ქართული ოცნება“ – ეს იყო დასავლეთის მტერი და რუსეთის მომხრე პარტიის ყრილობა

გუშინ ჩვენ ყრილობაზე ვიხილეთ შემოძარცული, ამორტიზებული და გაცვეთილი „ქართული ოცნება“ – არჩევნებში ეს ხელისუფლება ისტორიას ჩაბარდება და ამ პარტიას პოლიტიკური ისტორიის იმ სეგმენტში მიუჩენენ ადგილს, სადაც შესაბამისი წარწერა -„პოლიტიკური სანაგვე“ იქნება, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, გუშინ საზოგადოებამ დასავლეთის მტერი და რუსეთის მომხრე პარტიის ყრილობა იხილა. “გუშინ ჩვენ […]

ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები საიზოლაციო ფენით იფარება, შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები) ეწყობა. „სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია. საქართველოს რეგიონული […]

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები სერვისს უფასოდ მიიღებენ. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები. “პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან […]