გიგი წერეთელი – მოვისმინეთ კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები, რაც ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები მოვისმინეთ, რაც „ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა“. ამის შესახებ წერეთლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. „ამავე დროს ურთიერთგამომრიცხავად გვიმტკიცებენ, რომ ასეთი ნაბიჯებით კვლავ მივდივართ დასავლეთისკენ. ვიხილეთ ოპონენტებისკენ გაშვერილი ხელი და მათ მიმართ გაცხადებული […]
ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადას (EuPhO 2024) წელს საქართველო მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15-19 ივლისს, ქუთაისი ფიზიკაში ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) მასპინძლობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ოლიმპიადა 15 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი […]
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს, რომლის განხილვაც დოკუმენტის მოწინააღმდეგეთა მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები მოითხოვდნენ დეპუტატებისგან, რომ გამოსულიყვნენ ხალხის წინაშე, რაც კანონმდებლებმა უგულებელყვეს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის წინ მოხდა რამდენიმე შეტაკება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. „აფხაზი ხალხის გარეშე დღეს […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 17 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.23 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.14 თეთრით. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6975 ლარია, ერთი ევროსი – 2.9492 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.70 ლარია, ევროსი – 2.96 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]
ტაილანდში ციანიდით 6 ადამიანი მოკლეს, სავარაუდო მკვლელიც დაღუპულებს შორისაა

ტაილანდის ხელისუფლების თქმით, ციანიდით მოწამვლის შედეგად დედაქალაქ ბანგკოკის ერთ-ერთ სასტუმროში 6 ადამიანი დაიღუპა. ცხედრები ნომერში 16 ივნისს, გვიან ღამით იპოვეს. პოლიციისა და სამედიცინო დაწესებულების ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს როგორც გვამების გაკვეთის დროს, ისე ძვირადღირებული სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ის იმ ნომრის ჩაიდანსა და ჭიქებზე, სადაც დაღუპულთა ცხედრები იპოვეს. ტაილანდის პოლიციის მტკიცებულებათა ოფისის მეთაურის, […]
ვინ არის ქალი, რომელიც ჩორჯოში ცოფით გარდაიცვალა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოში ადამიანზე ცოფის, ლაბორატორიულად დადასტურებული, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა, რასაც 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი სოფო ალავიძეა. მუნიციპალიტეტის ცნობით, ქალი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, საკუთარი ლეკვისგან დაინფიცირდა, თუმცა არ აცრილა. ცოფის კლინიკური სურათის განვითარება კი დაახლოებით 5 თვის შემდეგ დაიწყო. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ ჩორჯოში მცხოვრები […]
„კვლავ ვერ ვხედავთ საკმარის მოთამაშეებს“ – Gazelle Finance Georgia

საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ნათია ჯანელიძის შეფასებით, ბაზარზე არსებული მოთამაშეების რაოდენობა კვლავ არასაკმარისია. ამის შესახებ მან BMG-სთან განაცხადა. ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის საინვესტიციო ფონდების რეესტრში სულ 15 ფონდია. ის ასევე არ გამორიცხავს, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციების ჩადების საჭიროებასაც. „პოზიტიური სვლები თითქოს არის ამ მიმართულებით, მაგრამ ალბათ გარკვეული დრო არის კიდევ საჭირო, რომ ეფექტი […]
სანქციები არ მიყვარს – რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ, არის ის, რომ ყველას ვაიძულებთ მიგვატოვონ – დონალდ ტრამპი

სანქციები არ მიყვარს, ირანთან მიმართებაში ისინი სასარგებლო იყო, მაგრამ ირანთან სანქციები არც მჭირდებოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვას, უფიქრია თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ნაწილის, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა. „დიახ. რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ არის […]
ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო. რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა. რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს […]
კაფე ვარდების ბაღში: სლინკ კაფეს წარმატების რეცეპტი
ბიზნესის დაწყება, შემდეგ კი ფინანსების მართვა სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, დამწყებ თუ დიდ ბიზნესებს საქართველოს ბანკი ციფრული არხებისა და სხვა შეთავაზებების შექმნით კვლავ უწყვეტ რეჟიმში ეხმარება. ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს ინოვაციურ და მუდმივად განახლებად ფუნქციონალებს სთავაზობს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს ამარტივებს. საქართველოს ბანკის ტერმინალი კი გადახდების მიმართულებით ეფექტურ, მარტივ და […]