ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტის” ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები “დეპუტატების” ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს.
ასევე, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათსა და “სამართალდამცავებს” შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.
“ხალხი, რომელმაც გუშინ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რათა საკუთარი წარმომადგენლები დაუშვან საკუთარი ალტერნატიული აზრის გამოსათქმელად, დაშვებული არ იქნა… აფხაზური ერისგან ცალკე დღეს კანონებს მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფო განადგურებას ისახავენ მიზნად”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “დეპუტატმა” ლეონიდ ჩამაგუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?