გიგი წერეთელი – მოვისმინეთ კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები, რაც ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები მოვისმინეთ, რაც „ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა“.
ამის შესახებ წერეთლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
„ამავე დროს ურთიერთგამომრიცხავად გვიმტკიცებენ, რომ ასეთი ნაბიჯებით კვლავ მივდივართ დასავლეთისკენ. ვიხილეთ ოპონენტებისკენ გაშვერილი ხელი და მათ მიმართ გაცხადებული მუქარა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“, მათივე წარმოდგენით, არჩევნებში გაიმარჯვებს, მათი ყველა ოპონენტი დაისჯება. ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმის მსგავსი განცხადებები, რასაც ვფიქრობ, რომ ოქტომბერში ჩვენი გონიერი ამომრჩევლის გადაწყვეტილება მოჰყვება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს