ხაზარაძე: ბრძოლა არის დიდი, გაერთიანების გარეშე საქართველოს ვერ დავაყენებთ ფეხზე

ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა, ამიტომ ამ გადამწყვეტ ბრძოლაში და რატომაა გადამწყვეტი ბრძოლა? იმიტომ, რომ ასეთი კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია, ასეთი რადიკალური შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამიტომ, […]

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების საკითხს 22 ივლისს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის­ პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, არმან იეგოიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. იეგოიანი აღნიშნავს, რომ ევროავშირი გადაწყვეტილებას არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის, არამედ სომხეთისთვის ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) საკითხზეც მიიღებს გადაწყვეტილებას. “სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები […]

ლელო, ანა დოლიძის პარტია და მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ

ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ. “ახლა და აქ, ევროპის მოედანზე იწყება ნამდვილი ერთობა, ნამდვილი ერთობა ევროპისთვის. ახლა და აქ, იწყება ახალი ძალის ნამდვილი, ღირსეული, პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსების ერთობის დაანონსება და ბრძოლის წამოწყება, რა პროცესშიც ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი” – აცხადებს ლელოს ერთერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე. თავისუფლების […]

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი მცირედით, 4.9%-დან 5.0%-მდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მცირედით გაზარდა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი 4.9%-დან 5.0%-მდე, რაც განპირობებულია მზარდი რეგიონული ექსპორტით, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ შიდა მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 4.9%-ზე შენარჩუნდა. ამასთან, როგორც აზიის განვითარების პროგნოზის განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაცია წელს სავარაუდოდ 2.9%-ამდე შემცირდება, […]

საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების დროს თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა დღეს, 17 ივლისს აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. “ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი, ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. გავაგრძელებთ მუდმივ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის”. – დაწერა დარმანინმა X-ზე. ოფიციალური […]

VIDEO: “კაი ერთი, ნუ ატ***ებ, ატ***ებ და გიხარია” – მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი “მთავარი არხის” ჟურნალისტს

მომღერალი, ვახტანგ ტატიშვილი, “ქართული ოცნების” მიერ გამართულ გუშინდელ საღამოზე იმყოფებოდა. “მთავარი არხის” ჟურნალისტმა მას კითხვები დაუსვა რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო. “კაი ერთი, ნუ ატ***ებ, ატ***ებ და გიხარია” – უთხრა მომღერალმა ჟურნალისტს. ნახეთ კადრები:

,, მეკითხებოდნენ რას ვფიქრობდი გადახრილებზე, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას” – მოქალაქე პოლიციას ამხელს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სკანდალში ეხვევა – ახალგაზრდა კაცი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ლუკა კინწურაშვილი თავის ისტორიას სოციალურ ქსელში წერს: ,,9 ივლისს, დღის 3 საათზე ზოომაღაზიაში მივდიოდი, ავტობუსის გაჩერებაზე გამაჩერა პოლიციის უფორმო სამმა თანამშოლებმა, მთხოვეს წარმედგინა საბუთები, დავინტერესდი რის საფუძველზე ინტერესდებოდნენ ჩემი ვინაობით და რომ წარედგინათ საბუთები შორიდან მაჩვენა პოლიციის თანამშრომელმა საბუთი და მეც წარვუდგინე პირადობის მოწმობა […]

სვანეთში მიწა ჩამოიშალა – ჩაკეტილია მოძრაობა

სვანეთში, სოფელ ეცერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზა ჩაკეტილია და გადაადგილება შეზღუდულია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მესტიის მხრიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ზუგდიდიდან კი სპეცტექნიკა გზის მეორე ნაწილის გასაწმენდად მიდის. ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ნინი ნაკანი ავრცელებს: “ორი საათი გავიდა რაც მეწყერის პირისპირ ვდგავართ უამრავი ადამიანი. პირველი მანქანით […]

გერმანია კიევის ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინას რუსეთის თავდასხმის შედეგად ნაწილობრივ დანგრეული კიევის “ოჰმატდიტის” ბავშვთა საავადმყოფოს აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენა შულცმა განაცხადა. „ვერ შევურიგდებით იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სამკურნალო ადგილი აღარ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა. მისი ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა, სხვა დონორებისა და შემომწირველების თანხებთან ერთად, […]

ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნისთვის 90-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს

ბელარუსი ევროპის 35 ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის 90-დღიან უვიზო რეჟიმს აწესებს. ახალი პოლიტიკის თანახმად, რომელიც ძალაში პარასკევს, 19 ივლისს უნდა შევიდეს, აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები ბელარუსში შესვლას და ქვეყანაში დარჩენას 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ. აქამდე, ამ ქვეყნების მოქალაქეებს ბელარუსში ჩასვლა მხოლოდ მინსკის აეროპორტის გამოყენებით შეეძლოთ, ქვეყანაში გაჩერება კი მხოლოდ 30 […]