“სამ მაგალითს მოგიყვებით” – რა ნეგატიური გავლენა იქონია “რუსულმა კანონმა” ბიზნესგარემოზე

იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის შეფასებით, „რუსული კანონის“ ამოქმედება ბიზნესის აქტივობებსა და მოლოდინებზე უკვე ნეგატიურად აისახა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. “არ მიყვარს მდგომარეობის დრამატიზება, მაგრამ ბიზნესში დღევანდელ ვითარებას, დაახლოებით, ვადარებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არსებულ მდგომარეობას. არ ვგულისხმობ იმას, რამდენი ხაჭაპური ან ხინკალი გაიყიდა რესტორანში; თუ […]
Apple-ის კაპიტალიზაცია რეკორდულად გაიზარდა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის საბაზრო შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. მიმდინარე წელს Apple-ის აქციების ღირებულება 26%-ითაა გაზრდილი, რაც მის პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენის სიახლეს უკავშირდება. გარდა ამისა, კომპანია შესანიშნავ შედეგებს აფიქსირებს კომპიუტერების, აქსესუარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაციის მიმართულებით. სამი ტრილიონ 600 […]
ხაზარაძე: ბრძოლა დიდია და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერ დავაყენებთ ფეხზე

ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ხართ, ვინც გვისმენს, ვინც ჩვენთან ერთად ქუჩაში იდგა, ვინც იბრძოდა, ვინც იბრძვის, ყველას გვინდა ერთი რამ – ძლიერი საქართველო. ჩვენ გვინდა ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა, ეს ადგილი არის ევროპა. ჩვენ […]
ცუცქირიძე: ხალხი მოითხოვს ცვლილებებს, გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით მისი მთავარი შემოქმედები

დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შუაგულში, ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, უფრო სწორად, მოითხოვდა და მე მოხარული ვარ, ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ თანამებრძოლებთან, ასეთ პროფესიონალებთან, ასეთ პატრიოტ ადამიანებთან ერთად შემოვდივარ ამ საქმეში. […] საქართველოს სიძლიერე არის არა რუხ ფერებში გამოწყობილ […]
ანა დოლიძე – ახლა არ არის დრო, ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან სხვა სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას – შევცვალოთ ხელისუფლება

ზუსტად სამი თვის წინ, რიყეზე შეკრებილმა 300 ათასმა ადამიანმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება – შეცვალეთ ხელისუფლება – დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე განაცხადა. ანა დოლიძის განცხადებით, ახალ გაერთიანებაში შეიძლება რაღაც საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა […]
მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის – ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ეს არის ყველზე მთავარი ამბავი, ვინც სხვანაირად ამბობს, ის არის ან გზააბნეული, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიების „ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, სწორედ „ეროვნული არჩევანია ის, რასაც ჩვენ, დღეს ვაკეთებთ და […]
“ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან

პარტიები “ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან. ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია 17 ივლისს, თბილისში, ევროპის მოედანზე გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, მასთან ახლადგაერთიანებულ თანამებრძოლები წარადგინა, პარტია “ხალხისთვის” ლიდერს ანა დოლიძეს და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს ხელი ჩაჰკიდა და თქვა: “ასე ერთობით დავიწყებთ მოღვაწეობას”. “ყოველგვარი […]
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები სერვისს უფასოდ მიიღებენ. უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები. “პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან […]
„ლელო“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ

პარტია “ლელო” ანა დოლიძის პარტიასთან “ხალხისთვის” და მოძრაობასთან “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდა. ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია ევროპის მოედანზე გაიმართა. პრეზენტაციის მსვლელობისას “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორი პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა. “იქნება უფრო დიდი გაერთიანება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოებულები წარვდგებით საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან. […]
დოლიძე: ჩვენ არავისზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის

ზუსტად სამი თვის წინ აქ, ამ მოედანზე, რიყეზე შეკრებილმა 300 000-მა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება, შეცვალეთ ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოოდ დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი. ეს დავალება, ახლა ვიყურებით გარშემო ძალიან ბევრი ტაძარია და ეს დავალება 100 წლის წინ გასცა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, […]