შვეიცარიამ რუსუთზე დაწესებული სანქციების დარღვევაზე ათობით საქმე გახსნა

შვეიცარიამ სანქციების შესაძლო დარღვევის 50-ზე მეტ საქმეზე გამოძიება დაიწყო და 15 მათგანში დარღვევა აღმოაჩინა,- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, შვეიცარიამ სანქციები დააწესა და ახალი ზომები ამ თვის დასაწყისში მიიღო. ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO) სააგენტო “როიტერისთვის” გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ სანქციების ეფექტური განხორციელება მთავრობის […]

“ვდგები თქვენ გვერდით” – უშიკიშვილი ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა. უშიკიშვილის განცხადებით, ახლა ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და ის საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა დაუკავშიროს. “ყველაზე მთავარი დღეს არის ერთიანობა. სწორედ რომ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დღეს ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიციები […]

ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი – ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის

ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი – ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც „ლელოს“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანების შესახებ განაცხადეს. ჯაფარიძის თქმით, ამ ერთობას შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეასრულოს დაპირებები, რომელიც აქვს, მათ შორის – […]

ევროპარლამენტმა რუსეთში სტუმრობისთვის დაგმო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა განცხადება, რომელიც გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რუსეთში ბოლოდროინდელი ვიზიტის გამო. დოკუმენტი ორბანის მოსკოვში ვიზიტს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრინციპების უხეშ დარღვევას უწოდებს. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტი ორბანის პირადი ინიციატივა იყო და ის არ წარმოადგენდა ევროკავშირის ინტერესებს. ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, უნდა დაისაჯოს მოსკოვში მისი ხელმძღვანელის ვიზიტისთვის, რომელიც […]

რუსეთისთვის სამხედრო გამოყენების ელექტრონიკის მიყიდვისთვის გერმანელი პირი დამნაშავედ ცნეს

გერმანიის სასამართლომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, გერმანიისა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეს ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულს სანქციების დარღვევით, რუსული კომპანიებისთვის სამხედრო გამოყენების ელექტრონიკის მიყიდვა ედება ბრალად. ევროკავშირმა მსგავსი ნაბიჯები, მას შემდეგ აკრძალა, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა. სანქციები გაფართოვდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. […]

ნატო უკრაინაში წარმომადგენელი დანიშნა

ნატომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, განაცხადა, რომ წარმომადგენელი დანიშნა, რომელიც ალიანსის კავშირებს უკრაინასთან უხელმძღვანელებს. ეს არის ნატოს მიერ კიევისთვის მხარდაჭერის გაძლიერების ნაწილი, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რუსეთს ებრძვის. პატრიკ ტერნერი, ბრიტანელი, რომელსაც ნატოში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, უკრაინაში ალიანსის უფროსი წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ”დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მნიშვნელოვან როლს […]

ტრამპს ყოფილმა კონკურენტებმა მხარი დაუჭირეს

დონალდ ტრამპის ყოფილმა კონკურენტებმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში, ნიკი ჰეილიმ და რონ დესანტისმა, მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას პარტიის ყრილობაზე, ერთიანობის დემონსტრირებისთვის. ნიკი ჰეილიმ, რომელიც კამპანიის დროს ტრამპს თანამდებობისთვის შეუფერებელს უწოდებდა, თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ხმა მისცენ ტრამპს დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, “ჩვენი ერის გულისთვის”. „არ არის საჭირო ტრამპს 100%-ით დაეთანხმო, რომ ხმა მისცეთ მას“, – […]

ილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში 50-მდე ლიდერი მონაწილეობს და პრემიერ-მინისტრს […]

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ახალარჩეულ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სტრასბურგში, ევროპარლამენტის ახალარჩეულ წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებთან, სადაც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები. პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტად […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ გიორგი გველესიანს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრს, UEFA Euro 2024-ის მონაწილეს, გიორგი გველესიანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კამპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, გულღია ოვაციის ფონზე მიმდინარეობდა. სპორტსმენთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, […]