ნატო უკრაინაში წარმომადგენელი დანიშნა

ნატომ ოთხშაბათს, 17 ივლისს, განაცხადა, რომ წარმომადგენელი დანიშნა, რომელიც ალიანსის კავშირებს უკრაინასთან უხელმძღვანელებს. ეს არის ნატოს მიერ კიევისთვის მხარდაჭერის გაძლიერების ნაწილი, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რუსეთს ებრძვის.
პატრიკ ტერნერი, ბრიტანელი, რომელსაც ნატოში სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, უკრაინაში ალიანსის უფროსი წარმომადგენლის თანამდებობას დაიკავებს- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
”დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მნიშვნელოვან როლს შესანიშნავად შეასრულებს იმ ფონზე, როცა ნატო აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერას”, – თქვა სტოლტენბერგმა.
გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ტრანსატლანტიკური ალიანსი მთავარ როლს შეასრულებდა უკრაინის სამხედრო დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნატო, როგორც ორგანიზაცია არ აწვდის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას უკრაინას, მისი ბევრი წევრი იარაღისა და საბრძოლო მასალის წამყვანი მიმწოდებელია კიევისთვის რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება