სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიშში ასევე საუბარია საქართველოში ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის ნაწილზეც. ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, […]

სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა

სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს პატარა, მაგრამ ღია ბაზარი აქვს, რომელიც სარგებელს ნახულობს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის […]

სამი წლით დიდი ვარ ტრამპზე და ვფიქრობ, უკეთესს ფიზიკურ ფორმაში ვარ, ვიდრე ის – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე ვისი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია BET-თან საუბრისას განაცხადა. ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე კითხვები ლეგიტიმურია, მაინც უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ტრამპი. „მე მესმის, რატომ საუბრობს ხალხი. სამი წლით დიდი ვარ ტრამპზე და ვფიქრობ, რომ უკეთესს ფიზიკურ […]

ისტორიაში პირველად, რეკორდულად მაღალი სიცხის გამო, სერბეთში ტბა დაშრა

სერბეთში, ისტორიაში პირველად, ძლიერი სიცხის შედეგად მარილის ტბა რუსანდა დაშრა. ხორვატიაში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს. სერბეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, ძლიერი სიცხის გამო 10 მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 29,5°C დაფიქსირდა ადრიატიკის ზღვასა და ხორვატიის რამდენიმე სანაპირო კურორტზეც.

საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმებს გეგმავდა

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა, აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა. “ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩადენაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა დარმანინმა. მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი Telegram ჯგუფის, […]

გიორგი გაბიტაშვილი: საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი

საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გაბიტაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო თანამედროვე გამოცდილების გაზიარებას. „მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სამართლებრივი თანამშრომლობა ევროჯასტთან, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან და ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, […]

გიორგი გაბიტაშვილი: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 წლებში დევნა დაიწყო 388 ნარკორეალიზატორის […]

“ვდგები თქვენ გვერდით” – გიორგი უშიკიშვილი ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა. უშიკიშვილის განცხადებით, ახლა ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და ის საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა დაუკავშიროს. “ყველაზე მთავარი დღეს არის ერთიანობა. სწორედ რომ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დღეს ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიციები […]

თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ. თიბისი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლის დაარსებით, მიზნად ისახავს ახალ თაობაში თანამედროვე პროფესიებით დაინტერესების ზრდას და მომავალში დასაქმების თუ კარიერული წინსვლისთვის მათთვის სასარგებლო ცოდნის მიღებას. აქ, მთელი […]

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირება 2005 წლიდან დაიწყო, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესმა სკოლამ, რომელიც დღეს, გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა: საექთნო საქმის, სტომატოლოგიის, მედიცინის, ფარმაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის აკადემიური სწავლებების პროგრამებს ახორციელებს, უმაღლესი განათლების შესაბამის საბაკლავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე. სკოლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დონის ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტებმა და მეცნიერებმა. […]