უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, 2024 წლის 18 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი და სამი რაკეტა გაუშვეს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელმა ცის დამცველებმა სამიზნეები დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, კიევისა და […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის

როდესაც ომის დასრულების და სამშვიდობო ინიციატივების გამო, ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არ გახსნის და ომის არდაწყების გამო, რთული წარმოსადგენი ნამდვილად არ არის,- ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ თავი უნდა დააღწიოს შანტაჟის პოლიტიკას და „უნდა გავთავისუფლდეთ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს […]
ფრიდონ ინჯია და „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი გაბიტაშვილისგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით დაინტერესდნენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატები და ასევე, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია, გენერალური პროკურორობის კანდიდატისგან, გიორგი გაბიტაშვილისგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით დაინტერესდა. გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. როგორც დეპუტატების ნაწილი აცხადებს, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი დღემდე მუშაობს მოქალაქეებისთვის იმ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებაზე, რომელიც მათი ინფორმაციით, 2012 წლამდე უკანონოდ ჩამოერთვათ. ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, […]
GITA-სა და GAIA-ს ორგანიზებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, 16 ივლისს ქართული AI და მონაცემთა ტექნოლოგიების საზოგადოების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა AI კომპანიებმა და სტარტაპებმა წარმოადგინეს პროგრესი, რომელსაც გასულ პერიოდში მიაღწიეს. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხედვა, გეგმები და ამ პროცესში […]
დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა, დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის

დავით ბერძენიშვილი: ხელისუფლების ერთადერთი იმედი იყო, რომ ოპოზიცია ერთმანეთს დაჭამდა, დარწმუნდნენ, რომ ასე არ არის კარგია, რომ „ლელო” გამსხვილების გზით მიდის – „ლელო” როგორც ჩანს არის მეოთხე პოლიტიკური ცენტრის შემქმნელი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა, რითაც პარტიების „ლელო”, „ანა დოლიძე-ხალხისთვის” და მოძრაობის „თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანებას […]
საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭირვალე – სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭირვალე – სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანაგრიშში ასევე საუბარია საქართველოში ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის ნაწილზეც. ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა. „ექსპროპრიაციის დავები […]
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, დღეს – 18 ივლისს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 07:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, კოსტავას, იყალთოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, გამრეკელის, ტაშკენტის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე […]
საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში, მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო […]
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, რუბლი, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

დღეს, 18 ივლისს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსები ასეთი იქნება: 1 აშშ დოლარი – 2.6975 ლარი. კურსის ცვლილება 0.23 თეთრი. 1 ევრო – 2.9492 ლარი. კურსის ცვლილება 1.14 თეთრი; 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5151 ლარი. კურსის ცვლილება 2.08 თეთრი; 1 თურქული ლირა – 0.0815 ლარი. ცვლილება 0.00 თეთრი; 100 რუსული რუბლი – 3.0579 ლარი. […]
უპილოტო კატერებმა ნოვოროსიისკსა და ანექსირებულ ყირიმზე იერიში მიიტანეს

18 ივლისის გამთენიისას ნოვოროსიისკზე უპილოტო კატერებმა იერიში მიიტანეს. ცნობა ქალაქის მერმა ანდრეი კრავჩენკომ გაავრცელა. განგაში დაახლოებით დილის ხუთ საათზე ჩაირთო. კრავჩენკომ სანაპიროსთან მცხოვრებ ხალხს ზღვის საპირისპირო მხარეს მდებარე ოთახებში დამალვა ურჩია. არაა ცნობილი იერიშის შედეგები. პარალელურად, უპილოტო კატერების სამიზნე იყო ანეწსირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქი სევასტოპოლი. ქალაქის ე.წ. მეთაურმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ თავდასხმა მოიგერიეს, სხვა […]