მარაბდაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – კიდევ ერთ ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მარაბდაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – კიდევ ერთ ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან […]
რატომ არ შეიძლება ალკოჰოლისა და ენტეროჯერმინას ერთად მიღება?

ბუნებრივია, პრეპარატების უმეტესობის მიღებისას ალკოჰოლი იკრძალება, რადგან მთელ რიგ გვერდით მოვლენებს იწვევს. ასეა ენტეროჯერმინას შემთხვევაშიც — პრობიოტიკური პრეპარატის, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარეგულირებისა და დისბიოზის სამკურნალოდ გამოიყენება. ხოლო ალკოჰოლი, თავის მხრივ, არის ნივთიერება, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე — განსაკუთრებით მიკროფლორასა და კუჭ-ნაწლავის სისტემაზე. ამიტომაც, მათმა ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დაარღვიოს პრობიოტიკის თერაპიული ეფექტიანობა და არასასურველი შედეგები […]
როგორ დაგეგმა ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება – არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც ეყრდნობა მსხვერპლთა მიერ ადვოკატებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ […]
სემეკმა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესრულებაზე დადებითი შეფასება მიიღო

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია“, – აღნიშნულია ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებულ გარე საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში. ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა, ხოლო განახლებული სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო 3 წლის […]
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთი ქვისცვენის გამო ჩაკეტილია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილი გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
„ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყუილში ყოველი მომდევნო მხილების გამო“ – დათო გორგილაძე

ჟურნალისტი, მწერალი დათო გორგილაძე: „ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყუილში ყოველი მომდევნო მხილების გამო. გუშინ მადლობა გადაუხადეს 5 ქვეყანას; ხუთიდან სამმა შემოუთვალა, ხომ არ გძმარავთო; დღეს თქვეს, რომ აიძულეს მხარდაჭერის უარყოფაო. ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ – ცრუ ისტორიკოსების მოგონილი სახელმწიფოებია, კარტოგრაფებს კი […]
იდენტიფიცირებულია ე.წ. ტიტუშკა რომელიც “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის თანამონაწილეა

იდენტიფიცირებულია ე.წ. ტიტუშკა რომელიც “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის თანამონაწილეა. 38 წლის დავით ენუქიძე გუშინ რუსთაველის გამზირზე იმ მოძალადესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ნანუკა ქაჯაიას და ნიკო კოკაიას პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ენუქიძე პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ძალადობრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრი ვერ უარყოფს, რომ გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა გამომკითხეს თუ არა […]
ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

ცესკო განცხადებას ავრცელებს: 17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს […]
AP: კურსკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა ასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი

Associated Press-ი და The New York Times-ი პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა კურსკის რეგიონში. ეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოკორეული კონტინგენტის დანაკარგების პირველი შეფასებაა. სააგენტოს თანამოსაუბრემ არ დაასახელა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ აღნიშნა მნიშვნელოვანი დანაკარგები ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს შორის, საომარი გამოცდილების ნაკლებობის გამო. აშშ-ის ცნობით, ბრძოლებში ჩრდილოეთ […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.