ურსულა ფონ დერ ლაიენი – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება, – ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს ევროკომისიის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმის მიცემა შედგება. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. […]
გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დაგრჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში – ყველა ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება

ირაკლი კობახიძის ყველა ასეთ ვიზიტი საქართველოსთვის არის საფრთხისშემცველი- ჩემი რჩევაა ირაკლი კობახიძისთვის, დაჯექი რა, ამ შენ კაბინეტში, ასი დღე დარჩა, ნუ დადიხარ სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტზე. ვაშაძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხელისუფლება კი, პარტნიორების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას აჩვენებს. „ირაკლი […]
დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში „საქართველოს ბანკის“ რიგით 23-ე იდეათეკა გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ინფორმაციით, იდეათეკაში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 3000-ამდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ […]
ლევან ბეჟაშვილი – „ამნისტიის შესახებ“ კანონის „ქოცური“ ვარიანტი პრაქტიკულად, პოლიტიკური დოკუმენტი იქნება – „ოცნებამ“ ის მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, მაგრამ ეს ჰუმანური აქტი „ქართულმა ოცნებამ“ გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი, მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური დოკუმენტი იქნება. „საქართველოში ათასობით ადამიანი ელოდებოდა საყოველთაო ამნისტიას […]
პეტრე ცისკარიშვილი – კობახიძე ცდილობს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს და თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან – რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს?

კობახიძე ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან. რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიზანია დასავლეთს […]
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტო დაზღვევის საჭიროებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ავტო დაზღვევა არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრავი ქონების მესაკუთრის ფინანსურ დაცვას, ის ზიანის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტომობილის შეკეთებას, ხოლო სრული განადგურებისას ჩანაცვლებას, – ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის უფროსმა სადაზღვევო მენეჯერმა, ირაკლი ჯინჭარაძემ განაცხადა. ჯინჭარაძის განცხადებას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯინჭარაძის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ავტომობილები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ავტო […]
„დიდგორელის“ მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებულების გამოვლენის ღონისძიებას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად ღონისძიებაზე თეთრიწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი. „არემჯის“ განმარტებით, ისტორიის კონკურსში, რომელიც 2019 წლიდან „არემჯის“ მხარდაჭერით იმართება, მხოლოდ ქვემო ქართლის მასშტაბით, 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მონაწილეობა მიღებული. „2024 წლის ახალციხის დიდგორელი #5 საჯარო სკოლის […]
შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში მოპოვებული წარმატება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, „მას შემდეგ, რაც ვაჟთა ნაკრებმა ასე გაგვიხარა გული, სასიხარულოა ძალიან, რომ ქალთა ეროვნული ნაკრებიც ასეთ წარმატებებს აღწევს“. „ვულოცავ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მოპოვებულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეიოფში გასვლას. რაც […]
გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს

გერმანია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების თითქმის განახევრებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უკრაინის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდი ევროდან დაახლოებით 4 მილიარდ ევრომდე მცირდება. ბიუჯეტი საბოლოო მიღებამდე კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ. აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო დონორია აშშ-ის შემდეგ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საპროკურორო საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა და მის არჩევას მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე, გიორგი გაბიტაშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც გენერალურ პროკურორად მისი არჩევის შემთხვევაში, პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება. „პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური […]