„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია – COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების – American International Accreditation Protocol – ის აღიარებას ითვალისწინებს. „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ცნობით, COGNIA-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, COGNIA-მ შექმნა და ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ […]

იბადება თავისუფალი ბიზნესის ერთობა – კახა ხაზარაძე Freebusiness-ის პლატფორმაზე

ბიზნესმენი, ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე თავისუფალი ბიზნესის ერთობის დაბადებას უწოდებს პლატფორმა Freebusiness-ზე დარეგისტრირებული ბიზნესებს, რომლებსაც საერთო მოთხოვნები აერთიანებთ – ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლება.

“ის, რომ მსხვილი ბიზნესი როდისმე საქართველოში თავისუფალი იყო, ტყუილია” – ფეროშენადნობთა ასოციაცია

ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” იმ კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობს, რის წინაშეც დარგი დგას. მისი შეფასებით, სექტორი ძალიან მძიმედან უმძიმეს ეტაპზე გადავიდა. ახლა კი, თუ ეს სექტორი არ იარსებებს, საქართველოს ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება. „ბიზნესს, ყველა დროს საკმაოდ რთულ პირობებში გვიხდებოდა მუშაობა. იმის თქმა, რომ მსხვილი ბიზნესი როდისმე საქართველოში თავისუფალი იყო, არის ტყუილი. […]

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა, შეეცადონ, საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება – ცესკო

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა, შეეცადონ, საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება – ცესკო საზოგადოების სწორად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ზემოაღნიშნულ სავარაუდო ტენდენციებს, რომელიც ამახინჯებს ინსტიტუციური რეორგანიზაციის ნამდვილ მიზანს, ნუ გამოიყენებენ საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის შელახვის მიზნით, – […]

„ტიკ ტოკის“ მიერ ციფრული სერვისების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაზე ევროკომისიამ პლატფორმის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო

„ტიკ ტოკის“ მიერ ციფრული სერვისების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაზე ევროკომისიამ პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ეს სავარაუდოდ დაკავშირებული რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან. ევროკომისია აგროვებს მტკიცებულებებს, რათა დაადგინოს არღვევდა თუ არა „ტიკ ტოკი“ ევროკავშირის კანონმდებლობას. ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოულოდნელად გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე […]

ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე

17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა […]

ველი ივანიშვილთან შეხვედრას – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. „ამ დილას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ – ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – წერს ალან ბერსე […]

მოსამართლე თადუმაძე ლიეტუვაში მის სანქცირებაზე მიღებული გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე მის სანქცირებაზე ლიეტუვაში მიღებული გადაწყვეტილების სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მანამდე კი ის „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ლიეტუვის ელჩთან შეხვედრას სთხოვს. შალვა თადუმაძემ მაკა ბოჭორიშვილს წერილი 17 დეკემბერს გაუგზავნა. წერილის ასლს ტელევიზიები „რუსთავი 2“, „იმედი“ […]

სემეკმა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესრულებაზე დადებითი შეფასება მიიღო

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია“, – აღნიშნულია ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებულ გარე საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში. ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა, ხოლო განახლებული სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო 3 წლის […]

მარაბდაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – კიდევ ერთ ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მარაბდაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – კიდევ ერთ ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან […]