დონალდ ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს საზღვრის დაკეტვით, კედლის მშენებლობის დასრულებით და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. „ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, […]

სოლოლაკში Crown Plaza შენდება – სასამართლოს მიერ შეჩერებული მშენებლობა განახლდა

თბილისში, სოლოლაკში სასტუმრო Crown Plaza-ს შეჩერებული მშენებლობის გაგრძელების ნებართვა და შეცვლილ პროექტზე თანხმობა შპს „ოლდ სითი გრუპმა“ მერიისგან რამდენიმე თვის წინ მიიღო. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 1 597 კვ.მ.-ის ფართობზე აშენდება 7 სართულიანი (საიდანაც 2 მიწისქვედა სართულია, ხოლო 5 მიწისზედა სართული), 75 ნომრიანი სასტუმრო „მცირე ხნით დამკავებლებისათვის“. საპროექტო გადაწყვეტით ნავარაუდევია მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსება და […]

დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]

“მე მიყვარს ქვეყანა, სადაც მდიდრდება ბიზნესმენი და არა ჩინოვნიკი“ – კახა შარაბიძე

„ბიზნესს ადაპტირების უნარი აქვს და ალბათ დაელოდება ვითარების გამოსწორებას; თუ არ გამოსწორდება, ეცდება იმ გარემოსთან ადაპტირებას, რომელიც იქნება“ – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ წამყვანის კითხვას, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე „რუსული კანონის“ გავლენას შეეხებოდა. – ბიზნესი ყოველთვის ეძებს ადაპტირების გზებს – ამისთვის, გნებავთ გავამართლოთ, გნებავთ გავამტყუნოთ, მაგრამ ასეა […]

Lineate-მა საქართველოში $25 მილიონის ინვესტიცია ჩადო – როგორია 2024 წლის გეგმა?

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Lineate-მა, რომელიც საქართველოში ორი წლის წინ შემოვიდა, უკვე 25 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წელს, Lineate-ი საქართველოში 10-12 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. “ჩვენთვის ეს წელი, საკმაოდ დადებითად დაიწყო; ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოში, თუმცა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მსოფლიო […]

“ივლის-აგვისტოში, ბათუმში ყველა კმაყოფილია“ – როგორ მიდის ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში?

აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ დიასამიძის შეფასებით, „ივლის-აგვისტოში, ბათუმში ყველა კმაყოფილია“. ასე უპასუხა ტურიზმის ექსპერტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ზაფხულის ტურისტული სეზონის მიმდინარეობას შეეხებოდა. „ივლის-აგვისტოში, მით უმეტეს, როცა კარგი ამინდებია, ბათუმზე ბედნიერი ქალაქი არ არსებობს, მაგრამ წლის ბოლოს, როცა დავითვლით შემოსავლებს და მივხვდებით, რომ უნდა გვეშოვა 100 ლარი და ვიშოვეთ […]

გიორგი მიქაუტაძე “ლიონის” ფეხბურთელია – სარეკორდო ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ტრანსფერის თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა, – ინფორმაცია ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. ეს არის სარეკორდო ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. „Ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბავშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – წერს „ლიონის“ […]

მაღალმთიან რეგიონებში ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით გაიზარდა

2014-2021 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, 73.8%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 117.3%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია ვკითხულობთ. დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის 1 000 კაცზე გათვლით ყველაზე მეტი მოქმედი ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია ყაზბეგის, ადიგენის, ამბროლაურის, ბორჯომის, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ხოლო […]

„კომპანია აპირებს გააგრძელოს მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება“ – თელმიკომ 3 წლის საქმიანობა შეაჯამა

თელმიკომ 3 წლის საქმიანობა შეაჯამა. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თელმიკო ელექტროენერგიის ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაწილედ იქცა. ამ დროის მავარ მიღწევებს შორის კომპანია ასახელებს: · თბილისის მასშტაბით ექვსი სერვის ცენტრის გახსნა, რომლებიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობასა და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფენ. · თანამედროვე ქოლ ცენტრის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. 2021 წლიდან […]

დონალ ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ დაასრულა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის პროცესი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი კანდიდატობას ოფიციალურად დასთანხმდა. რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში 15 ივლისიდან მიმდინარეობდა, შეკრების პირველივე დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით, 78 წლის დონალდ ტრამპი წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ყრილობის ბოლო დღეს, 18 ივლისს, საღამოს ტრამპმა დელეგატებს მიმართა და […]