ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს იგი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ომის დასრულება განიხილოს. „ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება მოხდება. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარების გაწევა“, – განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ბრძოლის ველზე სუსტი რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენებს. […]

შალვა პაპუაშვილი – წინა ხელისუფლებების სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ – ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე

ჩვენი ხელისუფლებების, რომლებიც მაშინ იყვნენ, სულსწრაფობით, წინდაუხედაობით ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი ინტერესის ჯგუფმა, თუ ქვეყანამ. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველომ 2012 წლამდე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, საუბარია ხოლმე, რომ ტყუილი და დეზინფორმაციაა და არავინ ითხოვს მეორე ფრონტს. თუმცა, სანამ მიდის ომი, ეს საფრთხეები რეალური კი არა, პირდაპირ დგას, […]

შალვა პაპუაშვილი – ყველას გვახსოვს, როგორ ითესებოდა, ყველა ოპოზიციონერის მიერ ქსენოფობიური ისტერია, სამწუხაროდ, მათ უცხოელი აქტორებიც უწყობდნენ ხელს – ამ ისტერიაში აცხოვრეს ქვეყანა ორი წელი

მინდა გამოვეხმაურო ფერიცვალებას, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში. მიხვდნენ, რომ ხალხთან მოუწევთ მისვლა, ტელევიზორებით ვეღარ გავლენ ფონს და ეს ხალხი ჰკითხავს, რომ კი მაგრამ, რას გვიშვრებოდით ჩვენ, რომ ამბობდით, რომ უნდა დაკეტილიყო საზღვრები, არ უნდა გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია რუსეთში, რა უნდა გვექნა, ხომ გაღატაკდებოდა ჩვენი ქვეყანა, ჩამოიშლებოდა ეკონომიკაო. დათვლილია, რომ მინუს 20% იქნებოდა ეკონომიკური ზიანი, – ამის […]

დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, […]

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, აქამდე მიიყვანეს საქმე, რომ ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ჯარს, ქართველი ხალხი უფრო და უფრო მეტად აღიქვამს უმადურობად – მაშინ, როდესაც, ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ მათთან ერთად

ბევრი საკითხი არის რუსეთის-უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი, ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება, შეიცვლება, მათ შორის, დამოკიდებულებებიც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ,თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონის შეჩერებასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს, რადგან ქართველი ჯარისკაცები მათთან ერთად იბრძოდნენ ცხელ […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს – ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში, არც ერთს, ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას

ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში, არც ერთს, ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების გახსნის დროს, მართალია საქართველო უკრაინას ჩამოტოვეს, თუმცა შესრულებული ამოცანებით საქართველო ბერად წინ წავიდა […]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტს აშშ-ში აგრძელებს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა, რომელიც „მეგობარი აქტის“ ინიციატორია. მისი თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ამოქმედება შეძლოს. „ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. შევხვდი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის […]

“ცაცია ოსტატი”: “სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა”

“სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა”,- ამის შესახებ BM.GE-სთან ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ცაცია ოსტატის” დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა განაცხადა. საქმე ისაა, რომ წლის დასაწყისში, კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 ევროპული კომპანია, კერძოდ 2 გერმანული და 1 ესპანური კომპანია გაიცნო, რომლებთანაც […]

„დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს ტერიტორიების დაბრუნებაში“ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ის განუცხადა, რომ საჭიროა, მსოფლიომ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა მას მოლაპარაკებების დაწყება აიძულონ. „ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, ამაში დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს. რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია, მივაღწიოთ [პრობლემის] დიპლომატიურ გადაწყვეტას,“ — თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა, უკრაინას ჰქონდეს ძალიან ძლიერი პოზიციები ბრძოლის ველზე, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე უფრო […]

უეფა-ს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს – გილოცავთ თქვენ და თქვენს ეროვნულ გუნდს ყველაზე წარმატებულ დებიუტს! – თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ

უნდა მოგილოცოთ თქვენ და თქვენს ეროვნულ გუნდს ყველაზე წარმატებული დებიუტი! თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ, – ამის შესახებ უეფა-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილში წერს. „გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისთვის და კომპლიმენტებისთვის უეფა-ს „ევრო 2024“-ის ფინალურ ტურნირზე. უეფა-ს ევრო 2024 დასრულდა ერთთვიანი უმაღლესი ხარისხის ფეხბურთის შემდეგ. ჩვენ ვიყავით „ფეხბურთით […]