პარლამენტი დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს

დღეს, პარლამენტი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, […]

დონალდ ტრამპი – დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს

ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიან მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს – დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მილუოკიში, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ამ კატასტროფით გათამამებული რუსეთი უკრაინაში […]

ზელენსკი: თუ დასავლეთი ისევ ძლიერი იქნება, ომის „ცხელი ფაზა“ შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთიანობისა და სიმტკიცისკენ, რათა რუსეთს ომის დასრულება აიძულონ. ზელენსკიმ, რომელიც მეორე დღეა ლონდონში იმყოფება, ინტერვიუ მისცა ბრიტანულ BBC-ს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თუ დასავლელი მოკავშირები სიძლიერეს შეინარჩუნებენ, რუსეთთან ომის „ცხელი ფაზა“ შესაძლოა ამ წლის ბოლომდე დასრულდეს. ზელენსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთზე მთელი მსოფლიოს ზეწოლა, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან […]

დონალდ ტრამპი – ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი

ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, როდესაც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ”ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის და არა ნახევარი ამერიკის პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნახევარი ამერიკისთვის გამარჯვება გამარჯვება არ არის”, – დასძინა ტრამპმა მილუოკიში, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს, – ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა. მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა შეაქო ტრამპის „მამაცური პასუხი” ინციდენტის შემდეგ და აღნიშნა, რომ მისი […]

ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას უარყოფს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა დასავლელი მოკავშირეებისადმი, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები და დრონები თავიანთი იარაღით ჩამოაგდონ, – ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა კიდევ ერთხელ უარყო უკრაინის ლიდერის თხოვნა, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. ჟურნალისტების […]

მიხეილ დაუშვილი – არ იფიქროთ, რომ „საქართველოსთვის“ გულხელდაკრებილი ვსხედვართ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, დაველოდოთ

მინდა რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ჩვენ „ლელოსთან“ მოლაპარაკებები არ გვქონია და არ გვაქვს. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ „ლელოზე“, რომ ჩვენ მათ ვუსურვებთ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ შეძლონ ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. მიხეილ დაუშვილის თქმით, ბევრი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ […]

თელ ავივში აფეთქება მოხდა, რომელიც სავარაუდოდ დრონით თავდასხმამ გამოიწვია (VIDEO)

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელ ავივში, რამდენიმე საელჩოსა და დიპლომატიური შენობის სიახლოვეს, მათ შორის აშშ-ს საკონსულოს მიმდებარედ, აფეთქება მოხდა. ისრაელური წყაროების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ დიდი ზომის დრონმა გამოიწვია, რომელიც ისრაელის საჰაერო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე ფრენით ხმელთაშუა ზღვის მხრიდან შემოვიდა. თუმცა, ხელისუფლებას ჯერჯერობით აფეთქების გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ს საკონსულოდან 100 მეტრის […]

,, ვერაფერი მოუძებნეს და… ლიბერალები კი არა, ფაშისტები ხართ, პირწავარდნილი ფაშისტები!”- ბონდო მძინარაშვილი გიორგი გველესიანზე

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი: ,,გიორგი გველესიანს ლანძღავენ, – ქალების ფეხბურთზე შენი აზრი რატომ თქვიო. ეს ის ხალხია, რომელიც ამბობს, რომ ლიბერალია და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლებააო. ანუ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს თავისი აზრი და თუ იტყვის “ჩემი აზრით”, ეს აზრი აუცილებლად უნდა იყო ლიბერალი ფაშისტების მოსაწონი. ამ ტუტუცების აზრით, ყველაზე დიდი თანასწორობა საბჭოთა კავშირში […]

ისრაელმა საჰაერო იერიშით ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის საველე მეთაური მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ადასტურებს ინფორმაციას, რომ საჰაერო იერიშის შედეგად სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის უფროსი საველე მეთაური, ალი-ჯაფარ მატუკი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია ჰეზბოლას ტერორისტულმა დაჯგუფებამაც დაადასტურა. IDF-ის თქმით, მატუკი, რადვანის ძალის რეგიონული დანაყოფის ოპერაციების ოფიცერი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანილ იერიშებზეა პასუხისმგებელი. გავრცელებული ინფორმაციით, მატუკი ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას სამიზნეებზე მიტანილ ერთ-ერთ […]