3 ოქრო ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს – საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წევრი სახეობის – საპლაჟო ჭიდაობის მორიგი წარმატება

რუმინეთის ქალაქი ტიმიშოარა ევროპის ჩემპიონატს 15, 17 და 20-წლამდელთა შორის მასპინძლობს. ქართველი მოჭიდავეები ამ რანგის ასაკობრივ პირველობაში პირველად ჩაებნენ. 15-წლამდელთა შორის ჩემპიონობა არავის დაუთმეს ლუკა მახარაძემ (65 კგ) და ზებურ აბაშიძემ (75 კგ). 17-წლამდელებში კი ჩემპიონი კობა გოგუაძე(70 კგ) გახდა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის შეგირდებიდან დღეს 20-წლამდელთა შორის დავით ფარტენაძე(70კგ) და ლუკა კორძაია(90+კგ) […]
მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარაზე. ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. ნაპირზეა ნაპოვნი მოზარდის ტანსაცმელიც.
წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, კომპანია ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პლ. მე-4 მ/რ N36-ის მიმდებარედ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც, დღეს 10:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ბანძელაძის, კაპანელის, ქვემო აჟარის, ზარწემის, შარვაძის, უჩა ჯაფარიძის, თევდორე მხატვრის, ლევან ასათიანის, ჭილაიას, სერგი დანელიას, ხომლის, გუდავას, ბარბარე ყიფიანის, ჩარკვიანის, მზია ერისთავის და ლეო […]
დონალდ ტრამპთან მუშაობა მძიმე სამუშაო იქნება – ვოლოდიმირ ზელენსკი

BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მუშაობა, თუ მას ხელახლა აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად, მძიმე სამუშაო იქნება. ზელენსკის თქმით, ის მზად არის, იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაშია. „დონალდ ტრამპთან მუშაობა მძიმე სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ. […] ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს – რა ქონებას ფლობს გიორგი გაბიტაშვილი?

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე, პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გიორგი გაბიტაშვილი 80- ხმით აირჩია. შეგახსენებთ, რომ ის 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. გიორგი გაბიტაშვილის მიერ, გასული წლის აგვისტოში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წევრები არიან დედა, მეუღლე და ორი შვილი. დოკუმენტის თანახმად, თავად ფლობს 2 ბინას თბილისში, რომელთა ჯამური ღირებულება […]
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმართა ერთ მესამედს. პროექტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება მძიმე დანაშაულებისთვის დაკავებულ პატიმრებს. მმართველ გუნდში კანონპროექტის […]
ამნისტია ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე განიხილავს, ჰუმანური აქტია. მისივე თქმით, ამნისტია ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება. “ამნისტიის კანონი არის ის ჰუმანური აქტი, რომელიც პარლამენტის წიაღში მზადდება. კანონპროექტი არის მომზადების ეტაპზე, მალე განხილვის ეტაპზე გადავდივართ. საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დეტალებში გაიგებს. ძალიან ბევრ ადამიანს […]
განმუხურში, მდინარე ენგურში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. მთავარი არხის ინფორმაციით, ანაკლიაში სტუმრად ჩასული ბიჭი მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავიდა, ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. მათივე ცნობით, მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის ტანსაცმელი.
პარლამენტი დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს

დღეს, პარლამენტი, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. განხილვა თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება, რის შემდეგაც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და უყრიან კენჭს. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, […]
განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

განმუხურში, მდინარე ენგურში, მაშველებმა 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. არსებული ცნობით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და გუშინ თანატოლებთან ერთად საბანაოდ მდინარეზე წავიდა. მდინარის ნაპირზე ნახეს მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის მისი ტანსაცმელი. მოზარდის ახლობლებმა შესაბამის უწყებაში მას შემდეგ დარეკეს, რაც ბიჭი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოჩნდა და მასთან დაკონტაქტება […]