ამნისტია ეხებათ ზონდერებს ანუ წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას?! – აქუბარდია „ოცნებას“

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტი „ზონდერებს ეხებათ“ და ამით ხელისუფლება მათ დაუსჯელობას ჰპირდება. ამის შესახებ აქუბარდიამ ამნისტიის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა. თქვენ თქვით, რომ პატიმრებს შეახებდით ამნისტიას და პრაქტიკულად, მოატყუეთ ისინი. თუ გადავხედავთ მუხლებს, მინიმალურია იმ მუხლების რაოდენობა, რომლებზეც ადამიანები ციხეში სხედან. მაინტერესებ, რა პრინციპით შეარჩიეთ მუხლები და […]

IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში ავიარეისები გაუქმდა

IT ტექნოლოგიების გლობალური შეფერხების გამო, მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო ფრენები, შეჩერდა საბანკო გადარიცხვები და გაითიშა ჯანდაცვის სისტემები, ზოგიერთი ტელეკომპანია კი მაუწყებლობას ვერ ახერხებს. კომპანიებს შორის, რომლებსაც შეფერხება შეეხო „ამერიკის ავიახაზები“, „გაერთიანებული ავიახაზები“ და „დელტა ავიახაზებია“, რომლებმაც განაცხადეს, რომ კომუნიკაციის სისტემების პრობლემის გამო ფრენები გაუქმდა. როგორც Reuters-ს წერს, მსხვილი კომპანიების აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა Microsoft-ის განმარტება, რომ […]

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამნისტიის საბოლოოდ მიღებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს

„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წელს თბილისში მშენებარე პროექტების გაყიდვების 60%-მდე მაჩვენებლით ასრულებს და მე-4 ახალ პროექტს იწყებს. „ბიოგრაფი ლივინგის“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“ და ახლა უკვე „ჰისნი“ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეს წვდომა ყველა საჭირო სერვისთან. „უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო, თუთოეულ […]

ექსპერტის ინფორმაციით, ლილოში მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის საფეთქლიდან დანის წვერია ამოღებული – გარდაცვლილს ჯამში 59 დაზიანება ჰქონდა

სამედიცინო ექსპერტის, გულნაზ ტატანაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, საფეთქლის მიდამოდან მეტალის საგანი – დანის წვერი იქნა ამოღებული. აღნიშნულის შესახებ ტატანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სწორედ გულნაზ ტატანაშვილმა ჩაუტარა მოკლულის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტის განმარტებით, ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის ყველა […]

იენს სტოლტენბერგი – ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა: „დიახ. მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ […]

ქუთაისის აეროპორტში შეფერხება იყო

მსოფლიოს მასშტაბით პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ, მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების გამო კატოვიცას რეისზე რეგისტრაციას 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. როგორც აეროპორტის საინფორმაციოს ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს. რაც შეეხება ბერლინის რეისს, რომელიც ქუთაისიდან შესრულდა, პოზნანში დაფრინდა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებს. ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში […]

არჩილ თალაკვაძე – რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები როგორ ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან რუსეთისკენ შეტრიალდაო? – ამით დადასტურდა ჩვენი სიმართლე

რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები როგორ გაბედავენ ესპანეთზე ხმის ამოღებას, ესპანეთზეც ხომ არ იტყვიან რუსეთისკენ შეტრიალდაო? ამით დადასტურდა ჩვენი სიმართლე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი დრო გავა, ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაინახავს, რომ […]

“როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ასე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა” – კამათი პარლამენტში

დეპუტატი თეონა აქუბარდია განმარტებებს ითხოვდა, რატომ არ ეხება ამნისტიის მუხლები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს. ფაქტია, რომ ამნისტია ეხება ზონდერებს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული, შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით, ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება შსს და არაუფლებამოსილი კვალიფიციკაციით, ყველა ამ დანაშაულს ეხება ამნისტია, ამ […]

თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 9 პირი. უწყების ცნობით, თბილისში წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული ზ.ქ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს […]