ველი ივანიშვილთან შეხვედრას – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. „ამ დილას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ – ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – წერს ალან ბერსე პლატფორმა […]
„მივიღე გადაწყვეტილება და ვაუქმებ საახალწლო ღონისძიებებს“ – ვერიკო ტურაშვილი

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი: „მივიღე გადაწყვეტილება და ვაუქმებ საახალწლო ღონისძიებებს, რომელიც მარტო ,,დავდივარ და დავიმღერის” ფარგლებს არ მოიცავს. ასევე მაქვს დიდი პასუხისმგებლობები, რომელსაც მარტო ვუძღვები… მაგრამ ეხლა ამის დრო არაა. დიდი იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს კოშმარი და ყველას გვექნება სურვილი და შესაძლებლობა ბედნიერად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე“
“ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” – გორში საპროტესტო ინსტალაციის გამო ფოტოგრაფთა კლუბს მერიამ შენობის დაცლა მოსთხოვა

“ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” – ამ შინაარსის ინსტალაციის გამო გორის ხელოვნების სახლს “ქართულმა ოცნებამ” ტერიტორიის დაიყოვნებლივ დაატოვება მოსთხოვა. არადა, ადგილი, რომელიც გორის მოქმედი მერიის პირობებში ქუჩის სანაგვედ იყო ქცეული, გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა კი შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარა და იქ ხელოვანთა სახლი გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს ეწურება, თუმცა მერიამ გადაწყვიტა, ეს შეთანხმება […]
შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა. წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, […]
გერმანიის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს – რობინ ვაგენერი

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს. მის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს: საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატიულად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, […]
გამწვავებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციებია საჭირო – ვაგენერი – Netgazeti • გერმანია • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორის, რობინ ვაგენერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოში შექმნილ ვითარებაში აუცილებელია გერმანიის მხრიდან მკაფიო ღონისძიებების გატარება. მისი თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში ძალადობრივ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. „საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და […]
ცესკო ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს – ამის შესახებ ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. „17 დეკემბერს, 12:00 […]
როგორ დაემხობა პუტინის „მარადიული“ რეჟიმი?

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ჩეხეთში მცხოვრებ რუს პროფესორს, ისტორიკოს ანდრეი ზუბოვს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ემხობიან დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც უკანასკნელ მომენტამდე ურღვევი სიმტკიცის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. სირიელმა ამბოხებულებმა, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, გაანადგურეს ყოფილი პრეზიდენტის ჰაფეზ ალ-ასადის, ჩამოგდებული ბაშარ ალ-ასადის მამის სამარხი. მავზოლეუმის დანგრევის სცენა შესაძლოა ანტიკურ ტრაგედიასაც დამსგავსებოდა, აჯანყებულებს რომ დიქტატორის შეპყრობა და […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მაღალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დეპარტამენტის ცნობითვე, აღნიშნულ გზაზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის […]
რა საკითხებზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა?

2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა – ინფორმაციას სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ღონისძიებების მართვის სამმართველო ავრცელებს. „შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. სახალხო დამცველმა სტუმარს აპარატის […]