Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორი – IT სისტემის პრობლემები ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია

Microsoft-ის კომპიუტერული სისტემების შეფერხება კომპანია Crowdstrike-ის ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯორჯ კურცის განცხადებით, გლობალური ტექნიკური გაუმართაობა Crowdstrike პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიასა და Windows ოპერაციულ სისტემას შორის შეუთავსებლობამ გამოიწვია. კურცის განმარტებით, IT სისტემების გლობალური შეფერხება არ არის კიბერშეტევის შედეგი და საფრთხეს არ უქმნის მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას. „პრობლემა […]

ქვემო ქართლის მხარეში საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ვახუშტი ბაგრატიონის, ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე 615 გრძივი მეტრის გზა მოასფალტდა. „ილია ჭავჭავაძისა და იოანე ბოლნელის ქუჩებზე 615 გრძივი მეტრის გზა მოასფალტდა. […]

პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომლის ფარგლებშიც ორი პლენარული სხდომა გაიმართა, დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომლის ფარგლებშიც ორი პლენარული სხდომა გაიმართა, დაიხურა. სესიის დახურვისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე ახალი გენერალური პროკურორი აირჩია და პირველი მოსმენით “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. ასევე დაჩქარებული წესით დანიხილეს და სამივე მოსმენით მიიღეს “თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონსა და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები. პოლიტიკური შეხედულებების გამო, რიგგარეშე სხდომებს ოპოზიციის ძირითადმა ნაწილი […]

პროკურორმა რუსეთში დაკავებული WSJ-ს ჟურნალისტისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა

რუსეთის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ რამდენიმე საათში მოსამართლე განაჩენს გამოიტანს Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საქმეზე. მანამდე, პროკურორმა სასამართლოსგან გერშკოვიჩისთვის ჯაშუშობისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. იგი ჯაშუშობის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო აშშ-ს მთავრობა მის დაკავებას უკანონოს უწოდებს. თებერვალში Fox News-ის ყოფილი წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი […]

გლობალური IT შეფერხების გამო, ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინში ვერ დაეშვა

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო, მცირე შეფერხება დაფიქსირდა ქუთაისის აეროპორტშიც. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქუთაისი-კატოვიცე რეისზე რეგისტრაცია 20 წუთით დაგვიანდა, მაგრამ რეისი უკვე შესრულდა და სხვა შეფერხება არ ყოფილა. თუმცა, ვერ შედგა ფრენა ბერლინის მიმართულებით. ქუთაისიდან აფრენილი თვითმფრინავი ვერ მიიღო ბერლინის აეროპორტმა და პოლონეთში, პოზნანში დაეშვა. ქუთაისის აეროპორტში ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ ფიქსირდება. საინფორმაციო […]

Bus Lane-ზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა

Bus Lane-ზე მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე 77 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები იყვნენ. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, […]

ვინ იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ასხის მთაზე მოკლეს

მკვლელობა ახსის მთაზე – მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 34 წლის მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის […]

IT სისტემების გლობალური შეფერხება: მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. ეს მაჩვენებელი – ამჟამად 1,078 – მოსალოდნელია, რომ გაიზრდება. ფირმა ასევე ამბობს, რომ დღევანდელი დღე იყო ყველაზე დატვირთული დღე გაერთიანებული სამეფოდან გამგზავრების კუთხით ამ წელს, დაგეგმილი 3200-ზე მეტი გამგზავრებით – ყოველდღიური გამგზავრების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ. გერმანული ავიაკომპანიებმა Lufthansa და […]

,, განსაცვიფრებელია ქალბატონი თეას იუმორი, დედის მხრიდან, გურულია! – რას წერდ იოსებ ჭუმბურიძე

კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობის დეპარტამენტის თანამშრომელი, იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ოთხი სატელევიზიო არხით რომ გვლანძღავდა თეონა დოლენჯაშვილი, სწორედ მაშინ ვუთხარი კულტურის მინისტრს, საინტერესო მწერალია-მეთქი. *** განსაცვიფრებელია ქალბატონი თეას იუმორი(დედის მხრიდან, გურულია!) : ერთ საღამოს თეონა დოლენჯაშვილმა ორივე მთლად „მიწაში ჩაგვდო”, ცხადია, მისი ჭკუით. დილით მინისტრმა ერთი ფრაზით(შეკითხვით) მომსპო: „კარგი მწერალია ხომ თეონა დოლენჯაშვილი, […]

ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა – ვახტანგ ცინცაძე

2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა […]