Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორი – IT სისტემის პრობლემები ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია

Microsoft-ის კომპიუტერული სისტემების შეფერხება კომპანია Crowdstrike-ის ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯორჯ კურცის განცხადებით, გლობალური ტექნიკური გაუმართაობა Crowdstrike პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიასა და Windows ოპერაციულ სისტემას შორის შეუთავსებლობამ გამოიწვია.
კურცის განმარტებით, IT სისტემების გლობალური შეფერხება არ არის კიბერშეტევის შედეგი და საფრთხეს არ უქმნის მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას.
„პრობლემა იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და მის მოსაგვარებლად ზომების მიღება ხორციელდება“, – აღნიშნულია Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.
შეგახსენებთ, IT სისტემების გლობალურმა გათიშვამ ბანკების, მედიისა და ავიახაზების მუშაობა მთელს მსოფლიოში შეაფერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება