IT სისტემების გლობალური შეფერხებაზე პირველი განმარტება გაკეთდა

IT უსაფრთხოების ფირმა Crowdstrike ამბობს, რომ გლობალური IT პრობლემები გამოწვეულია “კონტენტის განახლების დეფექტით”. მის შესახებ განმარტება Crowdstrike-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ კურცმა გააკეთა. Crowdstrike არის კიბერუსაფრთხოების სერვისი, რომელიც შექმნილია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისთვის ინტერნეტის შეფერხების ან ჰაკერების შესაჩერებლად. “ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა. საკითხი იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და შესწორებულია. ჩვენ მივმართავთ მომხმარებლებს მხარდაჭერის პორტალზე უახლესი განახლებისთვის […]
რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები განთავსების ობიექტები?

საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, რომელიც 53 759 ოთახს და 128 015 საწოლ ადგილს მოიცავს. 2024 წლის თებერვალში განახლებულ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. ქვეყნის 11 რეგიონიდან ყველაზე მეტი – 598 განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთშია, მას მოსდევს თბილისი 544 განთავსების ობიექტით და აჭარა – 490 ობიექტით. 2024 წლის თებერვლის მონაცემები, ყველაზე ცოტა – 28 განთავსების […]
ევროკოდები – აძვირებს თუ არა ევროპულ სტანდარტზე გადასვლა მშენებლობას?

საქართველოში შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული დაპროექტება ევროპული სტანდარტის მიხედვით განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საქართველოში მშენებლობაში ერთიანი სტანდარტი არ მოქმედებს და შენობა-ნაგებობების უმრავლესობა ჯერ კიდევ საბჭოური სტანდარტებით შენდება, მთავრობას ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ სამშენებლო ნორმები ევროპულ სტანდარტზე [ევროკოდებზე] უნდა გადავიდეს. ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს […]
მესტიაში სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 15-21 ივლისს მესტიაში მეოთხედ იმართება სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“. ფესტივალზე უჩვენეს რუბენ ოსტლუნდის ფილმი „კვადრატი” (შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, დანია; 2017 წ.). ჩვენებას რეჟისორი რუბენ ოსტლუნდიც დაესწრო. მან მაყურებელს სიტყვით მიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის – “ოქროს პალმის რტოს” მფლობელია. მაყურებელი იხილავს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ და სრულმეტრაჟიან […]
თელ-ავივის ცენტრში დრონი აფეთქდა. ერთი ადამიანი დაიღუპა

19 ივლისის ღამეს, ერთი ადამიანი ემსხვერპლა თელ-ავივის ცენტრში, აშშ-ის საელჩოს შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, დრონის აფეთქებას. სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, კიდევ რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხს ჭრილობა მიღებული აქვს ნამსხვრევების შედეგად. დაღუპული 50 წლის მამაკაცია. გამოცემა “ტაიმს ოფ ისრაელის” ( Times Of Israel) თანახმად, მისი ცხედარი საგანგებო სიტუაციების სამსახურმა აფეთქების ადგილთან ახლოს აღმოაჩინა. ისრაელის თავდაცვის […]
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინის 10-წლიანი ომისთვის

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა 10-წლიანი იყოს და ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამით ზეწოლა შესაძლებელია. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი… პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს […]
ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა. ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის არჩევნები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების […]
სალომე სამადაშვილი – ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ – ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად

ფიქრობენ, ამნისტიის კანონს გამოიყენებენ წინასაარჩევნოდ, რომ რამდენიმე ათასი ხმა გამოივაჭრონ – ასეთ გაუბედურებულ დღეშია მამუკა მდინარაძის პარტია ელექტორალურად, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების მიზნით ჩატარებულ ამნისტიას არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. “სამარცხვინოა ეს ხელისუფლება, რომელიც დადის და ხალხს ეუბნება, რომ […]
მამუკა მდინარაძე – „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მუხლები „ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ არ დაემატება“. როგორც მან კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტს მუხლები მხოლოდ მყარი არგუმენტების შემთხვევაში შესაძლოა დაემატოს და არავითარ შემთხვევაში ეს შანტაჟით, შიმშილითა და პროტესტის სხვა ფორმით არ მოხდება. „ამ ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც გადაწყვიტეს ამნისტიის საკითხით ხელის […]
რომან გოცირიძე – ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია – არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა „ქართული ოცნებისათვის“ მიეცათ

ეს არის შერჩევითი ამნისტია – არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა “ქართული ოცნებისათვის” მიეცათ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ამნისტია არაჰუმანურია. “ეს არის არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითი ამნისტია. აბსურდული ამნისტია თავისი შინაარსით, როდესაც შეწყალება ხდება ისეთი დამნაშავეების, რომელთა […]