საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია – ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მის უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბუდაპეშტში განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია. „ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მე ჩემი კოლეგა კიდევ ერთხელ დავარწმუნე იმაში, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული გზა შეუქცევადია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჭირო რეფორმებზე, მათ შორისაა ცხრა ნაბიჯის შესრულება, და აგრეთვე ასოცირების შესახებ შეთანხმების […]
დიდუბის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს. დიღმის მასივის პირველის კვარტლის მე-12 კორპუსისა და მეექვსე კვარტლის 5ა კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემა ეწყობა, ხოლო დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ დამატებით ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რადგან უხვი ნალექების დროს ტერიტორია იტბორებოდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს. პროექტს შპს „ანკლოვილი“ ახორციელებს.
რუსეთის სასამართლომ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის ეკატერინბურგის სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს. პროცესი დახურული იყო. სასამართლოს განაჩენით, ამერიკელი ჟურნალისტი სასჯელს მაღალი უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. პროკურატურა გერშკოვიჩისთვის 18-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა ერთ დღეში, 18 ივლისს, დასრულდა. მხარეებმა 19 ივლისს სასამართლოში დებატები გამართეს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენელმა […]
„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია

კომპანია „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია. ამასთან, მათივე თქმით, არსებული პრობლემის გამო რამდენიმე სერვისი შეფერხებით მუშაობს. კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი დღეს გამოიწვია. გლობალური გათიშვის გამო ევროპაში აეროპორტების უმეტესობა შეფერხებით მუშაობს.
ახალ ხიბულაში სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მერი გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. „სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, […]
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო მსროლელებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული “სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაბომბვას ცდილობდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ „ხორტიცას” ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით ავრცელებს. „გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა კიდევ ერთი „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც უკვე უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Euromoney-იმ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, „გალტ & თაგარტმა“ ჯილდო Euromoney’s Awards For Excellence-ის ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში მოიპოვა, რომელიც დღემდე საბანკო სექტორში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. ამ დაჯილდოებაში ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი […]
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს განახლებული აპლიკაცია აქვს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ზაფხულის ბოლოს განახლებული სადაზღვევო აპლიკაციით ხვდება, სადაც რეალობა და საჭიროებები მაქსიმალურად შერწყმული და მოსახერხებელია, რაც ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების მიღებას გამორჩეულად კომფორტულს ხდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს. მათი ცნობით, განახლებული აპლიკაციით სარგებლობა უკვე შესაძლებელია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის – მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით. „როგორი აპლიკაცია ჯობს – მრავალ აპლიკაციათა […]
ხელოვნების მუზეუმში დაცული ფერწერული ნამუშევრები საფრთხეშია – რატომ დაზიანდა უნიკალური ნახატები?

ხელოვნების მუზეუმში დაცული ფერწერული ნამუშევრები საფრთხეშია. უნიკალური ნახატები, სავარაუდოდ, მუზეუმის საპირფარეშოდან გაჟონილი წყლით დაინესტა და ზიანდება. „პირველებს“ ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, გია მარსაგიშვილი უყვება, რომ სველი წერტილიდან მოხდა წყლის გაჟონვა, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო. თუმცა, რატომ განთავსდა ფერწერული ტილოები ისეთ ოთახში, რომელიც დაცული არ იყო, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ: მაშინ, მე ფეხის ოპერაცია მქონდა გაკეთებული, […]
ვინ იყო 19 წლის ბიჭი, რომელიც ყაზბეგზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეთა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა. რევი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული იყო. ის გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა – წერს „ნიუსთუდეი“ […]