ინფორმაცია როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდო რადიაციული ავარიის შესახებ ყალბია – “როსენერგოატომი”

რუსული კომპანია “როსენერგოატომი” როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდო რადიაციული ავარიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. კომპანია ამბობს, რომ სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე ტექნიკის გათიშვას ადგილი ჰქონდა 16 ივლისს. 16 ივლისს 15:21 საათზე როსტოვის ატომური ელექტროსადგურის No1 ენერგობლოკი გაითიშა ქსელიდან, ეს მოხდა გენერატორის დაცვის მექანიზმის გააქტიურების გამო, იტყობინებოდა კომპანია. აღნიშნულის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის […]

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებული საქმიანობა ხდება – პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მხარი დაუჭირა. კანონი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს – ის აწესებს ვალდებულებას რომ საქართველოში თამბაქოს წარმოებას ესაჭიროება ლიცენზია, ხოლო ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კი კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალებათ, სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს რომ პროდუქტი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მთავრობის […]

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

მოტოციკლისა და მოპედებისთვის ე.წ. ბასლეინზე გადაადგილების უფლების მიცემას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილეს და 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლეინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. […]

პარლამენტში „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება, რომლითაც 1984 წელს მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩანაცვლდება

პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „საქართველოს გადაცდომათა კოდექსის“ ინიცირება იგეგმება. აღნიშნული პროექტის მიღების შემთხვევაში,“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ჩანაცვლდება, რომელიც 1984 წელს მიღებული კანონია. 372-გვერდისგან შემდგარი კანონის პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. ოხანაშვილის ინფორმაციით, საკითხზე, მისი ხელმძღვანელობით კომიტეტში პროფესორები პაატა ტურავა, ირაკლი დვალიძე და ლევან ხარანაული მუშაობდნენ. “მუშაობის პროცესში მსჯელობა იყო, თუ რომელ […]

მომდევნო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა მილოს სანჩეს შეხვდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს, საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა. „Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა […]

ჯაბა სამუშიამ ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორთან ზაზა ფურცელაძესთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თსუ-ს ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტებისთვის ბრიტანელი ექსპერტები პროფესიული გადამზადების კუთხით უფასო ტრენინგ-კურსს წაიკითხავენ. „მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაძლიეროთ ენობრივი კომპონენტი და ხელი შევუწყოთ ჩვენს სტუდენტებს, იყვნენ კონკურენტუნარიანნი ევროპულ ბაზარზე. […]

პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი 77 ხმით მიიღო. როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის […]

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ღაზის სააგენტოს დაფინანსება აღუდგინა

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ღაზის სააგენტოს (UNRWA) დაფინანსება აღუდგინა. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ გაავრცელა. დიდმა ბრიტანეთმა 11 სხვა ქვეყანასთან ერთად გაეროს ღაზის სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა 2024 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა სააგენტოს 12 თანამშრომელს ბრალი დასდო ჰამასთან თანამშრომლობაში. ამ საკითხზე გაერომ გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. თუმცა, 2024 […]

იაპონიის ანგარიშით, ჩინეთს შეუძლია, ტაივანში ძალების გადასხმა ერთ კვირაში დაასრულოს

იაპონური გაზეთი Yomiuri Shimbun-ის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის გათვლებით, ჩინეთმა ბოლო პერიოდში ტაივანში შეჭრის შესაძლებლობები გაიუმჯობესა. იაპონიის მთავრობის ანგარიშით, რომლის ფარგლებშიც წინა წელს ჩინეთის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები გააანალიზეს, ჩინეთს ტაივანში სამხედრო ნაწილების გადასხმის პროცესის დასრულება ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია. იაპონიის მთავრობა ამ დასკვნამდე 2023 წლის ზაფხულში ჩინეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული საზღვაო წვრთნებისა და მათ […]