“ბლუმბერგი”: მარკ ზაკერბერგი ამერიკის არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს ღიად არ დაუჭერს

“მეტას” აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა ამერიკის რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის ღია მხარდაჭერაზე უარი თქვა. ის ამბობს, რომ არც დონალდ ტრამპისა და არც ჯო ბაიდენის მხარდაჭერას არ გეგმავს და განაცხადა, რომ ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რაიმე ფორმით მონაწილეობას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “ბლუმბერგი” ავრცელებს. ზაკერბერგისგან განსხვავებით, სილიკონის ველის რამდენიმე გავლენიანი ფიგურა, მათ შორის ილონ მასკი, […]
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ავსტრიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ჰერმან საბო, სალომე სამადაშვილი, ფრიდონ ინჯია და ბაჩუკი ქარდავა საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ავსტრიელი კანონმდებლები ასევე დაინტერესდნენ თუ როგორია საპარლამენტო ოპოზიციის ხედვა ევროინტეგრაციის პროცესებზე. „შეხვედრაზე ჩვენი ავსტრიელი კოლეგები […]
სახალხო დამცველის აპარატი – ლევან იოსელიანმა და აშშ-ის ელჩმა ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე და პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის საკითხზე

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საუბრის ერთ-ერთი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ასევე ამ კანონის გარშემო გამართული საპროტესტო გამოსვლები და აქციებზე სამართალდამცველთა ქმედებების პროპორციულობა იყო. „შეხვედრაზე […]
„სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვიდან არაკეთილსინდისიერი კერძო კლინიკების ჩახსნის საშუალება არ ეძლევა“

ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკები უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო ბალანსზე არსებული კლინიკების საჭიროება განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოიკვეთა. “ძლიერი სახელმწიფო კლინიკების საჭიროებას დღესაც ვხედავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, როცა სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი კერძო კლინიკების ერთიანად ჩახსნის საშუალება იმის გამო არ ეძლევა, რომ საკმარისი რაოდენობის სახელმწიფო კლინიკები არ გააჩნია,“ – აცხადებს ბაირახტარი. მისი […]
გურიის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა გურიის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის საკითხი. ახლადშექმნილი დაცული ტერიტორია 15 […]
არასამთავრობო ორგანიზაციები არა საზოგადოების წინაშე, არამედ, მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი, ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები არა საზოგადოების წინაშე, არამედ, მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი, ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან „როცა ადამიანი პოლიტიკაში შედგამს ფეხს, სულ ცოტა, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის აღების მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი არა საზოგადოების წინაშე, არამედ, მხოლოდ დონორების მიმართ არიან პასუხისმგებელნი, ახლა კი, ალბათ, მამუკა ხაზარაძის მიმართაც იქნებიან.“ – ამის შესახებ […]
იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს 40%-ით აჭარბებს

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები $807 674 იყო, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ირკვევა, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილსაა განახლებული. პირველი კვარტლის შემოსავალი, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 105%-ით აჭარბებს ($394 000-მდე), ხოლო პანდემიამდელ – 2019 წლისას ($580 000-მდე) – თითქმის 40%-ით. რაც შეეხება 2023 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებს, საქართველომ $4.1 მლრდ-ის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9382 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9476 ლარს შეადგენდა. […]
საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მოიპოვა, რაც სწრაფ, ეფექტურ და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სერვისების მიწოდებას გულისხმობს. წლის განმავლობაში თიბისიმ მობაილბანკის მომხმარებლებს არაერთი სიახლე შესთავაზა, მაგალითად, აპლიკაციიდან სამომხმარებლო სესხის დამტკიცებისა და გაცემის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, დაემატა ტრანზაქციის განაწილებისფუნქციონალი, ასევე, ახალი საინვესტიციო პლატფორმა, […]
რუსეთში WSJ-ს ჟურნალისტს სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსული სამთავრობო მედია ТАСС-ის ცნობით, რუსეთში Wall Street Journal-ის ამერიკელ ჟურნალისტს, 32 წლის ევან გერშკოვიჩს სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა ჯაშუშობის ბრალდებით მიუსაჯა. მას მაქსიმალური უსაფრთხოების პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს. მანამდე, პროკურორმა სასამართლოსგან გერშკოვიჩისთვის ჯაშუშობისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, WSJ-ის ჟურნალისტი […]