პროკურატურა: ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია

დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება. პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. „საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს […]
სომხეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს დილით ქალაქ ეღვარდთან მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. აღინიშნება, რომ ინციდენტს ორი პილოტის – უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანისა და კადეტ არმენ ხაჩატრიანის – სიცოცხლეები […]
საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების […]
ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს კომიტეტმა 30 სხდომა გამართა. „25 საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში 86 კანონპროექტი განვიხილეთ, აქედან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით – 70 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით – 16 კანონპროექტი. კომიტეტის სხდომებზე, ასევე განვიხილეთ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთი, საპარლამენტო […]
ილია დარჩიაშვილი – საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას – საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის. „ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ვფიქრობ, ძალიან კარგი მექანიზმია, იმისთვის, რომ იმ […]
ბელარუსში გერმანელ კაცს ტერორიზმის დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში მინსკის სასამართლომ 30 წლის რიკო კრიგერს ტერორიზმის და დაქირავებულ მებრძოლად მუშაობის დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, რიკო კრიგერი გერმანიის წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო. AFP-ს ცნობით, რიკო კრიგერის საქმე ბელარუსში მოქმედ კასტუს კალინუსკის პოლკს უკავშირდება, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. სასამართლო პროცესის ყველა ეტაპი აღნიშნულ საქმეზე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბელარუსული უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, რიკო […]
სომხეთში სასწავლო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა

სომხეთის კოტაიკის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების იაკ-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავმა, რომლის ორივე პილოტიც ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანი და კურსანტი არმენ ხაჩატრიანი. იაკ-52 მოდელის სასწავლო-საწვრთნელი საბჭოთა კავშირში 1979-1995 წლებში გამოდიდოდა. ეს თვითმფრინავები განკუთვნილია პილოტების საწვრთბელი ფრენებისთვის. მის ეკიპაჯში ორი წევრი – პილოტი და ერთი მგზავრი. […]
“კაიფში” ვიყავი, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს”- 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა – „კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს“. როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს. ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს ახასიათებს აგრესიულობა, […]
ყაზბეგზე, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: “საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის […]
ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს 10 მონაწილე ჰყავს. მონაწილეების ჩამონათვალი ასეთია: · სს თელასი; · შპს ლილო-მოლი; · სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; · შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია; · შპს რიცეულაჰესი; · შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია; · შპს სვანეთი ჰიდრო; · შპს ჰიდრო ჯორჯია; · […]