რა ღირს დოლარი და ევრო – ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9382 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9476 ლარს შეადგენდა. […]

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა და ქარია მოსალოდნელი. 20-22 ივლისის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე […]

ბაიდენის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისი განიხილება

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის დასახელების შანსი განსაკუთრებით გაიზარდა. დემოკრატი პოლიტიკოსები ჯო ბაიდენის კანდიდატურის ჩანაცვლებას განიხილავენ. ამერიკული კვლევების თანახმად კი, ტრამპის წინააღმდეგ ყველაზე დიდი პოპულარობით კამალა ჰარისი სარგებლობს. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას განვითარებული მოვლენების გამო თავად ჯო ბაიდენიც განიხილავს. ამასვე […]

საშემოსავლო გადასახადის გლობალური კლებაა – რა ხდება საქართველოში

კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise საქართვლოში საშემოსავლო გადასახადის დონესთან დაკავშირებით პუბლიკაციას ავრცლებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ამ მიმართულებით კლების ტენდენციაა. პუბლიკაციის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 86 მლრდ ლარზეა დაგეგმილი, საიდანაც ხელისუფლება, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 7.3%-ის ანუ 6.3 მლრდ ლარის ამოღებას აპირებს. 2004 წლამდე საშემოსავლო გადასახადი და სოციალური […]

Yandex-ის გაყოფა დასრულდა, რუსული აქტივები $5.4 მილიარდად გაიყიდა

ტექნოლოგიური კომპანიის, Yandex-ის გაყოფის პროცესი საბოლოოდ დასრულდა, გარიგების შედეგად, რუსი ინვესტორების კონსორციუმმა 5.4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები ნაღდი ფულის სანაცვლოდ გამოისყიდა. ამ ცვლილების შედეგად, Yandex-ზე დასავლელი ინვესტორების კონტროლი დასრულდა და ის სრულად რუსეთის საკუთრებაში გადავიდა. როგორც ჰოლანდიურმა მშობელმა კომპანია Yandex NV-იმ განაცხადა, ის Yandex-ში წილს აღარ ფლობს და ჰოლდინგი სრულად გამოვიდა რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან. 2022 […]

ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადის (EuPhO 2024) გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წელს ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) ქუთაისმა უმასპინძლა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო. „მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე […]

ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა კონსტანტინე გამსახურდიას “დიონისოს ღიმილი”

მწერალთა სახლის ხელშწყობით, ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Gingko-ის მიერ გამოიცა კონსტანტინე გამსახურდიას “დიონისოს ღიმილი”. მთარგმნელი: მაია ვარსიმაშვილი რაფაელი კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მოდერნისტული რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა მან პირველად გამოიყენა ამ რომანში, რომლის იდეოლოგიური დაპირისპირებაა გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი. მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა. ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, […]

20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა მე-9 ადგილზე დაასრულა. ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 24:13 დაამარცხეს. 2024 წლის ჩემპიონატზე ქართველმა მორაგბეებმა იტალიის ნაკრები მეორედ დაამარცხეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მათ იტალიელებს 28:17 სძლიეს, ფიჯის ნაკრები 40:36 დაამარცხეს, სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრა ანგარიშით 11:35, ირლანდიასთან კი 16:22 დათმეს.

ტრამპი: ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან “ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი” ჰქონდა. ეს ზელენსკისა და ტრამპის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თეთრი სახლი დატოვა. ზარი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით აშშ-ს პოზიციების ცვლილების შიში არსებობს. “უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და მე დღეს ძალიან კარგი […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 13 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებზე განახორციელეს. სულ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, „ისკანდერ-მ“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ კ“ ტიპის 1 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა.