პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ­­ თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის […]

$153.8 მლრდ – თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებმა რეკორდი მოხსნა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმის მონაცემებით, 12 ივლისის კვირაში ცენტრალური ბანკის მთლიანი სავალუტო რეზერვები 4 მილიარდ 614 მილიონი დოლარით გაიზარდა და 94 მილიარდ 345 მილიონი დოლარი შეადგინა. მთლიანი სავალუტო რეზერვები 5 ივლისს 89 მილიარდ 731 მილიონი დოლარის დონეზე იყო. ამ პერიოდში ოქროს მარაგი 734 მილიონი დოლარით გაიზარდა, 58 მილიარდ 717 მილიონი დოლარიდან – 59 მილიარდ 451 მილიონ […]

საბერძნეთის საუკეთესო პლაჟები

ჰაერის ძალიან მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, 2024 წლის ზაფხულში საბერძნეთის სანაპიროები ევროპაში დასვენების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რჩება. მსოფლიოს უდიდესმა სამოგზაურო სახელმძღვანელოს გამომცემელმა Lonely Planet-მა საბერძნეთის 14 საუკეთესო პლაჟი დაასახლა, რომელიც წელს მოგზაურების ყურადღებას იმსახურბს. რეიტინგს სათავეში მოხვდა პალეოკასტრიცას სანაპირო, კუნძულ კერკირას (კორფუ) ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, იონიის ზღვაში. როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, პალეოკასტრიცას პოპულარული საკურორტო ზონა, რომელიც […]

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ პირად შეხვედრაზე განვიხილოთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი გახდეს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან საუბარში ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას. „პრეზიდენტ […]

ლაგუნა ვერესთან საავტომობილო გზის გაფართოება 5 მლნ-ზე მეტი ჯდება

ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეკონსტრუქცია-გაფართოებისთვის თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში მიწოდების ვადად მითითებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად 60 კალენდარული დღეა განსაზღვრული. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია. სატენდერო წინადადებების მიღება 2 აგვისტოს 00:00 საათიდან დაიწყება და 8 აგვისტოს 14:00 […]

ომბუდსმენი ამნისტიის კანონპროექტზე პარლამენტს რეკომენდაციებს სთავაზობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ომბუდსმენი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც. როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა […]

ესტონეთი რუსეთთან საზღვრის კვეთის წესების გამკაცრებას გეგმავს

ესტონეთის ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას გაუგზავნა გეგმა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის წესების კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ. „სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საავტომობილო სასაზღვრო გამშვები პუნქტებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთში და საქონლის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღის განმავლობაში. ლუჰამააში გადასასვლელი ფეხით მოსიარულეებისთვის დაკეტილი იყოს“, – განაცხადა პარასკევს ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა. შეზღუდვები გამართლებულია სანქცირებულ საქონელზე კონტროლის გაძლიერების აუცილებლობით, ასევე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. […]

იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია ტურისტებისთვის გაიხსნა

უკრაინიდან გაქცეულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი კერძო რეზიდენცია, „მეჟიგორიე,” რომელიც მას 2002-2014 წლებში ეკავა, ნაციონალიზაციის შემდეგ მუშაობას დღეიდან განაახლებს. ამის შესახებ სახელმწიფო პარკ-ძეგლის პრესმდივანმა, ირინა გოლოვატენკომ განაცხადა, რასაც UNIAN ავრცელებს. ტურისტებისთვის ჯერ მხოლოდ პარკში არსებული ობიექტების უმეტესობა იქნება ხელმისაწვდომი, უძრავი ქონების გარდა, რომელიც მუზეუმსაც მოიცავს, რადგან ის სახელმწიფო პარკ-ძეგლ “მეჟიგორიესთვის” გადაცემის პროცესშია. მთლიანობაში, პარკის ტერიტორიაზე […]

წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტები არ გამოვლენილა

2024 წელს ქვეპროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისში აღებულია 345 ნიმუში, მათ შორის, პესტიციდის 313 და აგროქიმიკატის 32 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ამის შესახებ “კომერსანტს” სურსათის ეროვნული სააგენტოდანაცნობეს. უწყების ინფორმაციით, […]

საფოსტო გზავნილების რაოდენობამ 13.3 მილიონს გადააჭარბა – წლიურად ზრდა 36.6%-ია

ბოლო 1 წლის სტატისტიკით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია – ამის შესახებ “კომერსანტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. უწყების განმარტებით, ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები. „ფინანსთა […]