„მაიკროსოფტის“ სერვისების გათიშვამ პრობლემები რამდენიმე ქვეყნის ჯანდაცვის სექტორსაც შეუქმნა

მსოფლიოს პროგრამულ სისტემებში შექმნილი პრობლემები, საავიაციო და საბანკო სფეროების გარდა, სამედიცინო სექტორსაც შეეხო. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სამედიცინო სერვისების დაჯავშნა ავტონომიურ რეჟიმზე გადავიდა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კომპიუტერული სერვისების გლობალური შეფერხება შეეხო საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სამსახურებს. ამ ეტაპზე „მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ გლობალური გათიშვის „ძირითადი მიზეზი“ აღმოფხვრილია კომპანიაში ამბობენ, რომ არსებული პრობლემის გამო რამდენიმე სერვისი […]
„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს – ურუშაძე

„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. „ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც […]
ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში გზატკეცილზე ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, გზატკეცილზე ხიდი წყალდიდობის გამო ჩაინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ავტომობილი მდინარეში აღმოჩნდა. შემთხვევა ქალაქ შანლუოში მოხდა. ბოლო მონაცემებით, მდინარეში 5 ავტომობილი ჩავარდა და დაკარგულად 30 ადამიანი ითვლება. ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ახლა ჩინეთი […]
ვასო ურუშაძე – „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ არ მუშაობს

„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა. „ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც […]
“ძალიან კარგი საუბარი შედგა” – ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკის განცხადებით, მან ტრამპს კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა მიულოცა და მასზე თავდასხმა დაგმო. “ვუსურვე მხნეობა და მომავალში აბსოლუტური უსაფრთხოება”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ზელენსკი ამბობს, ტრამპთან საუბრის დროს, აღნიშნა “ამერიკის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად”. მისივე […]
ქუთაისში, ტროტუარი ჩაინგრა ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 2019 წელს დასრულდა

ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე ტროტუარი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა. პროექტი 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იყო და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “საქმილ სადენ მშენმა” განახორციელა. ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის […]
ჩინეთში ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა – დაღუპულია 11 ადამიანი

ჩინეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, შენსის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. უბედური შემთხვევა ჩინეთში გამთენიისას მოხდა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე ხუთი ავტომობილი წყალში აღმოჩნდა. 30 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამაშველო სამსახურს დაავალა, გააკეთონ ყველაფერი, […]
აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაურის შეფასებით, თავდაცვის კუთხით ევროპამ გამოიღვიძა

აშშ-ს ევროპის სარდლობის მეთაური და NATO-ს ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი თვლის, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში “გამოიღვიძა”. გენერალმა ამის შესახებ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა. კავოლიმ ღონისძიებაზე ისაუბრა როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის მზარდ საფრთხეზეც. მისი თქმით, NATO-ს ქვეყნების მიერ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ახლოვდება დიდი ცვლილებები, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ხდება. კავოლის თქმით, რუსეთის მიერ […]
გენერალი კავოლი: უკრაინაში ომი როგორც არ უნდა დასრულდეს, რუსეთთან დიდი პრობლემა გვექნება

არ უნდა გვქონდეს ილუზიები. უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, როგორც არ უნდა დასრულდეს ის, ჩვენ რუსეთთან ძალიან დიდი პრობლემა გვექნება… გვექნება სიტუაცია, რომელშიც რუსეთი ძალებს აღადგენს, იმყოფება NATO-ს საზღვრებთან, ძირითადად უძღვება იგივე ხალხი, დარწმუნებულია, რომ ჩვენ მტრები ვართ და არის ძალიან, ძალიან გაბრაზებული.
რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, ორი ადამიანი დაიღუპა

რუსეთმა გააგრძელა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავისი იერიშები და 20 ივლისს თავს დაესხა ობიექტებს მთელ უკრაინაში. ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა, ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი პირი დაიღუპა და სამი დაშავდა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 17 დრონიდან 13 უკრაინის ხუთ ოლქში. სუმის და ჩერნიგოვის ოლქებიდან იტყობინებიან, რომ რუსეთის „შაჰედის“, […]