ფლანგვა: ქართუ ჯგუფი ბოლო წლების ანგარიშგებას არ აქვეყნებს, რაც კანონდარღვევაა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სს ქართუ ჯგუფს ამ დრომდე მხოლოდ 2018-19 წლების ანგარიშგება აქვს გამოქვეყნებული, რაც კანონდარღვევაა. ეს კი მაშინ, როდესაც ქართული ოცნება და მისი დამფუძნებელი გამჭვირვალობის სახელით რუსული კანონის მიღებას ამართლებენ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონის თანახმად საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად, 1 ოქტომბრამდე […]

ნიკოლაევის საცხოვრებელ უბანში რუსეთის იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაშავდა

რუსეთის მიერ ქალაქ ნიკოლაევზე საჰაერო იერიშის შედეგად უკანასკნელი მონაცემებით სამი ადამიანი დაიღუპა, ოცზე მეტი კი დაშვდა. ნიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის მიხედვით, რუსეთმა 19 ივლისს, 17:00 საათისთვის, იერიში მიიტანა ქალაქის საცხოვრებელ უბანზე. დაღუპულთა შორის არის 13 წლის მოზარდიც. მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც და მოუწოდა დასავლეთს, რუსეთზე წნეხის მოსახდენად და უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მეტი […]

ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი აგენტობის ბრალდებით გაასამართლეს

რობერტ მენენდესი დამნაშავეა: „უცხოურ აგენტობასთან“ დაკავშირებით ამერიკელი სენატორის პირველი გასამართლების მნიშვნელობა, – ამის შესახებ სტატიას ჟურნალისტი, ადამ კლასფელდი აქვეყნებს. სამშაბათს, დემოკრატი სენატორი ნიუ ჯერსიდან, რობერტ მენენდესი 16 საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მენენდესმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა პოლიტიკური შედეგების გარდა, საბრალდებო აქტის მე-14 და მე-15 პუნქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: აღნიშნული პუნქტები მენენდესს ადანაშაულებს, რომ იგი […]

ვინ არიან ენერგეტიკაში ინვესტორები და რა პოტენციალი არსებობს? – გიორგი მირცხულავას მოსაზრება

„ბემონის“ მმართველი პარტნიორის გიორგი მირცხულავას შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში დიდი პოტენციალი არსებობს, რასაც მათ შორის ადგილობრივი და გარე მოთხოვნა განაპირობებს.

საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის მესამე შეხვედრა სიდნეიში ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 29:40 დამარცხდა. ეს საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მესამე შეხვედრა იყო, წინა ორ შემთხვევაში გამარჯვება „ვოლაბებს” დარჩათ – 2019 წლის მსოფლიო თასზე 27:8, 2023 წელს კი, ასევე მსოფლიო თასზე – 35:15. საქართველოს ნაკრებმა ნავსის გატეხვა ვერც ამჯერად მოახერხა. მატჩის დაწყებამდე […]

ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრიზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, ზელენსკისთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა. მისი თქმით, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა და მასზე თავდასხმა დაგმო „ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა, რადგან მე, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მოვიტან მშვიდობას მსოფლიოში და […]

“ძალიან კარგი საუბარი შედგა” – ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს. ზელენსკის განცხადებით, მან ტრამპს კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა მიულოცა და მასზე თავდასხმა დაგმო. “ვუსურვე მხნეობა და მომავალში აბსოლუტური უსაფრთხოება”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ზელენსკი ამბობს, ტრამპთან საუბრის დროს, აღნიშნა “ამერიკის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად”. მისივე […]

“გამჭვირვალობის” მომხრე ივანიშვილის “ქართუ” ფინანსურ ანგარიშებს მალავს – “ფლანგვის დეტექტორი”

გამჭვირვალობის კანონმიმღები ”ქართული ოცნება” და კერძოდ, სს ქართუ ჯგუფი 2020 წლიდან საკუთარ ანგარიშებს მალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად, 1 ოქტომბრამდე წინა წლის ფინანსური ანგარიშგება წარადგინოს. როგორც ცნობილია, სს ”ქართუ ჯგუფი” -ის მიმართ 2020-21 წლების ანგარიშგების წარუდგენლობის გამო გაიცა გაფრთხილება, ჯარიმა და ორმაგი […]

რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ ვარლამ გოლეთიანის დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ

რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი, დავით ბიჭაშვილი აცხადებს, რომ მას 19 ივლისს, თავს დაესხნენ ვარლამ გოლეთიანის დაჯგუფების წევრები: გიორგი ბიჭაშვილი, ალიკა ბერიშვილი და აბელ სულთანიშვილი. როგორც მან „იმედინიუსთან“ განაცხადა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ის სამ თანამშრომელს ესაუბრებოდა. „ეს არის ჯგუფი, ვისაც არ უნდა რაჭის ეროვნული პარკი, რადგან მათ თავიანთი მიწები და ინტერესები აქვთ. ესენი იყვნენ […]

ამერიკელი სენატორი უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს

ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორი გახდა, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებაში დამნაშავედ ცნეს ან უცხოურ აგენტად მოქმედებაში ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ სტატიას ანალიტიკური ფორუმი Just Security აქვეყნებს. როგორც სტატიაში აღნიშნული, დემოკრატიული პარტიის წევრ სენატორისთვის, ბობ მენენდესისთვის 16 ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა ფატალური დარტყმა იყო აშშ-ის კონგრესში მისი 30-წლიანი კარიერისთვის. მენენდესმა მიანიშნა, რომ სენატიდან წასვლას გეგმავს. სტატიის ავტორი […]