სომხეთში ფასები მცირდება

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) ივნისში ინფლაციამ 0,6%, წლიურმა ინფლაციამ კი 8,1% შეადგინა. „საქონელსა და მომსახურებაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსმა EAEU-ში 2024 წლის ივნისში, მაისთან შედარებით ,100.6%, ხოლო 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 103.7% შეადგინა“, – ნათქვამია ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ანგარიშში. 2023 წლის ივნისისთვის ეს მაჩვენებელი EEC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 108,1%-ს შეადგენდა. ამავდროულად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის […]

მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ კვირას მან დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მიიღო. “მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე“, – აღნიშნა ტრამპმა მიჩიგანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე. ტრამპის თქმით, „დემოკრატები“ მას დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, […]

უკრაინელებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ კიევისკენ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მტრის მხრიდან დედაქალაქზე თავდასხმის სულ მცირე მეხუთე რეალური მცდელობაა. „რუსების მიერ დრონებით სისტემატური შეტევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამპყრობელი აქტიურად ეძებს შესაძლებლობას დაარტყას კიევს. […]

გლობალური IT-შეფერხება 8.5 მლნ კომპიუტერს შეეხო – Microsoft

Microsoft-ი აცხადებს, რომ გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული რაოდენობა გლობალურად Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მაინც დიდი იყო. ცნობისთვის, პარასკევს, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა, შეფერხდა აეროპორტების, ბანკების, მედიაორგანიზაციების, კლინიკების და სხვა დაწესებულებების მუშაობა. მიზეზი კი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესი გახდა. “ეს […]

აშშ-ის ადმინისტრაციამ ქვეყნის ბირთვული არსენალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

პირველად ბოლო 3 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები აშშ-ს ბირთვული არსენალის შესახებ. მონაცემები 2023 წლის სექტემბრისთვის არსებულ ვითარებას ასახავს. როგორც შეერთებულ შტატებს ენერგეტიკის დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასახელებულ პერიოდში ქვეყანას ჰქონდა 3748 ბირთვული ქობინი, ანუ 35-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შეერთებულ შტატებს ახლა 88%-ით ნაკლები ბირთვული ქობინი აქვს, […]

ბელორუსში დახვრეტა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს სიკვდილო განაჩენი გამოატანა და, რომ მის ბედთან დაკავშირებით გერმანელ დიპლომატებთან კონსულტაციები იმართება. 30 წლის რიკო კრიგერი ტერორიზმსა და მეომრად დაქირავებაში იყო ბრალდებული. მინსკის სასამართლოს მიერ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია ბელორუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ვიასნამ“ გაავრცელა 19 ივლისს. „ვიასნას“ ცნობით, […]

რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი” ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაშია წარდგენილი

ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაღებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი” წარდგენილია ვენეციის კინოფესტივალის პროგრამაში – „საავტორო დღეები”. “„ანტიკვარიატი” არის საქართველოს, შვეიცარიის, გერმანიისა და ფინეთის კოპროდუქცია. ეს არის გულის ამაჩუყებელი იგავი მიგრანტების იმედებისა და მისწრაფებების შესახებ უცნობ სამყაროში. ფილმი შთაგონებული იყო 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივი უკანონო დეპორტირებით. მთავარ როლებს ასრულებენ: სალომე დემურია, სერგეი დრეიდენი, ვლადიმერ დაუშვილი და […]

დღეს წმიდა მოწამე მირდატ მეფის ხსენების დღეა

წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. იგი ბაბუამ, დედის მამამ, თრდათ მეფემ აღზარდა. მორწმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა მომავალ ხელმწიფეს ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა და უნერგავდა. მირდატიც ყრმობიდანვე გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით. ახოვნება, სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. მოზღვავებულმა ძალმოსილებამ საკუთარ ვაჟკაცობასა და სიმხნეზე […]

ლატვიის პრეზიდენტი – საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა – ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი, თუკი ის არ გადაწყვეტს, გაატაროს ღირებულებები, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ, თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ კლუბის ნაწილი

საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა. კერძოდ, რიკენვიჩსმა უპასუხა კითხვას, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუნდაც დემოკრატიული თუ თავდაცვის რეფორმების გატარების შემდეგ, როგორც ეს ადრე, არაერთ კომუნიკეში იყო განმარტებული, რას ნიშნავს ეს? რინკევიჩსის თქმით, […]

რატომ გადასცა სახელმწიფომ ხუნდაძეს მიწა მცხეთის რაიონში

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულსიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. ხუნდაძის განცხადებით, სინამდვილეში, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა სახელმწიფომ გადასცა მცხეთის ცენტრში არსებული მისი საკუთრების სანაცვლოდ, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, კანონმდებლობის სრული დაცვით. „მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა […]