“ცაცია ოსტატი” რებრენდინგზე მუშაობს – რა გეგმები აქვს სათამაშოების მწარმოებელს?

ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “ცაცია ოსტატი” საწარმოში რებრენდინგს ახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მათი მიზანი ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციაა. შემდეგ კი, როდესაც ბრენდირება დასრულდება, იგეგმება მოლაპარაკებების განახლება და რამდენიმე მაღაზიაში პროდუქციის განთავსება. “აქტიურად ვმუშაობთ ახალი სათამაშოების კოლექციაზე, პარალელურად, გრანტი მოვიპოვეთ, რითაც კომპანიის მთლიან რებრენდინგს ვაკეთებთ. ანუ, შეიცვლება კომპანიის ლოგო, […]

ანალენა ბერბოკი – პუტინის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის – უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ბალტიის ქვეყნები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად. „პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები […]

უკრაინის გავლით გაზის ექსპორტი შესაძლოა, აზერბაიჯანმა განახორციელოს

ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის გაზრდაზე. „დოიჩე ველე“ და „ბლუმბერგი“ წერენ, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპას შესაძლოა, უკრაინის მილსადენების გავლით მიწოდოს. Bloomberg-თან ინტერვიუში თვის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აწარმოებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, რომ რუსეთთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ევროპისთვის გაზის ტრანზიტს განახორციელებს. „გაზპრომსა“ და უკრაინას შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება 2019 წელს […]

“არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება” – ნეთანიაჰუ იემენზე

“არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება,” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენის “ჰუთების” მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილ იერიშზე საუბრისას განაცხადა. “მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის – ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის[…] ვისაც სურს იხილოს სტაბილური […]

„მიწასთან და წყალთან იყავით ფრთხილად!“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოთერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „20.07.2024 წლის ჩანაწერი – ახალი წინასწარმეტყველება: ბათუმის ტრაგედია !!! ზღვისპირა ქალაქების და თურქეთის… მიწასთან და წყალთან იყავით ფრთხილად! არ დაგავიწყდეთ ის რომ.. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა,“ – წერს მანია.

სოლომონ პავლიაშვილი და პაპუნა მარგველიძე სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა – […]

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – გადაამოწმეთ მისამართები

GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: სამგორი, ვარკეთილის მას. 4 მკ-რ, 2 რიგი N 14 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის მას. მე-4 მკ/რ, მე-2 რიგს წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 15:00 საათამდე ვაკე, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის N24ა თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/21/2024 01:30 დან 7/21/2024 13:00 […]

მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე – დონალდ ტრამპი

მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვდგავარ თქვენს წინაშე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის მადლით – ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში მხარდამჭერებს, სადაც ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ, ჯეი დი ვენსთან ერთად იმყოფებოდა. ეს იყო პირველი შეხვედრა ამომრჩევლებთან თავდასხმის […]

პროფესორი ბესიკ ქუთათელაძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-სგან რეაგირებას მოითხოვს

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის წარმოებისა და კრიმინოლოგიის პროფესორმა, ბესიკ ქუთათელაძემ, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „TV პირველის“ გადაცემაში („პირველამდე“) სტუმრობის შემდეგ, სოციალურ ქსელში მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. პროფესორი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს. ქუთათელაძემ გააზიარა სკრინი, რომელშიც „ფეისბუკის“ მომხმარებელი კახა ირემაძე იარაღის ფოტოს აქვეყნებს და პროფესორის მისამართით წერს: „ტყვია შუბლში“. […]

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გირჩევთ, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ და შემდგომი მუშაობისთვის ძალები დაზოგოთ. მარტოხელა ვერძი შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეს და დაიწყოს ურთიერთობა, რომელიც მისთვის შთაგონების წყარო გახდება. დროა, მასაჟისტთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენაში და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. კურო თუ ერთფეროვანი და მოსაწყენი საქმით დაიღალეთ, გირჩევთ გონება კროსვორდების ამოხსნით გაავარჯიშოთ. ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება […]