ანაკლიის პორტის შემდეგ, ჩინეთი ვაზიანის აეროპორტის პროექტითაც დაინტერესდა

დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად ქართული ოცნება კრემლის ნარატივის გამტარებელ ჩინეთთან დაახლოებას სულ უფრო მეტად ცდილობს. ჩინეთს უკვე ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ჩინური მხარე დაინტერესებას გამოთქვამს ვაზიანის აეროპორტის პროექტზეც. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში, პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გააკეთა კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ […]

გრიგოლ გეგელია – რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები – საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გეგელია არ აკონკრეტებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს. „რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“, -განაცხადა გეგელიამ. მისი განმარტებით, ძალიან […]

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს. „მემთეურების კვლევისა და სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის […]

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი იპოვეს

თბილისში დაკარგული ახალგაზრდა კაცი, ბაკურ თოლორაია იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ცოცხალი და ჯანმრთელია. ბაკურ თოლორაია ორი დღის წინ დაიკარგა და მას ოჯახის წევრები ეძებდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ პორტზე თავდასხმაზე – არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება – ნუ შეცდებით

იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად პორტზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს ჩვენი მტრისთვის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი ყველანაირად და ყველა ფრონტზე დაიცავს თავს და ყველა, ვინც მას ზიანს აყნებს, მძიმე ფასს გადაიხდის. „მე მაქვს მესიჯი ისრაელის მტრებისთვის – ნუ […]

ტრამპი: გასულ კვირაში მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერების წინაშე საჯარო სივრცეში პირველად წარდგა. მიჩიგანში წინასაარჩევნო აქციაზე დონალდ ტრამპი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან, ჯეი დი ვენსთან ერთად გამოვიდა. ტრამპმა პატივი მიაგო თავდასხმის დროს დაღუპულ მოქალაქეს და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, მხარდამჭერების წინაშე ის ახლა მხოლოდ ღვთის წყალობით დგას. “მე აქ არ ვიქნებოდი, შესაძლოა, ჯეი დი ან ვინმე […]

აშშ-ში 64 წლის ქალი 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

აშშ-ში 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს სანდრე ჰემე, რომელიც 1980 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ქალს მკვლელობაში ედებოდა ბრალი. საქმის ერთადერთი მტკიცებულება ფსიქიატრიულ კლინიკაში, ძლიერი ტრანკვილიზატორების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჰემეს აღიარება იყო, რომელიც ძირითადად გამომძიებლების კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი აღიარება მტკიცებულებად არ უნდა იყოს მიჩნეული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ […]

ბელორუსში დახვრეტა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს სიკვდილო განაჩენი გამოატანა და, რომ მის ბედთან დაკავშირებით გერმანელ დიპლომატებთან კონსულტაციები იმართება. 30 წლის რიკო კრიგერი ტერორიზმსა და მეომრად დაქირავებაში იყო ბრალდებული. მინსკის სასამართლოს მიერ მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შესახებ ინფორმაცია ბელორუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ვიასნამ“ გაავრცელა 19 ივლისს. „ვიასნას“ ცნობით, […]

ოროზმანის არქეოლოგიური კერა ნადგურდება – მეცნიერები 24 საათიან პროტესტს მიმართავენ

სოფელ ოროზმანში 24 საათიანი პროტესტი დაიწყო. მეცნიერები დღეს და ღამეს განადგურების პირას მყოფ არქეოლოგიურ კერაში ათენებენ. ადგილი, სადაც მილიონ რვაასი წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს, ახლა დიდ საფრთხეშია. არქეოლოგიური ექსპედიციისს წევრები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთ ზამთარს მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ადგილი ვერ გაუძლებს, რადგან უკვე, დაახლოებით, ორი წელია, ტერიტორიაზე გათხრების ჩატარების უფლებას აღარავის აძლევენ. “გადავწყვიტეთ, რომ […]

საქართველო The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე პირველად წარდგება

ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და მოსამზადებელ სამუშოებს გაეცნო. 20-21 ივლისს საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen მოეწყობა. ფესტივალში […]