პირველი ფოტოელექტრული კერამიკა – რევოლუციური ტექნოლოგია შეიქმნა

ფოტოელექტრულმა ენერგიამ დაამტკიცა, რომ ის არის ძლიერი წყარო, რომელიც ბირთვულ ენერგიას ანაცვლებს. თუმცა, მზის პანელები დიდ ადგილს მოითხოვს. ექსპერტთა ჯგუფმა მოახერხა უპრეცედენტო პოტენციალისა და წარმოუდგენლად მცირე ზომის პირველი ფოტოელექტრული კერამიკის შექმნა. ამის შესახებ ECONews ციურიხის მეცნიერთა ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნულია, რომ მათ შეიმუშავეს ახალი ტიპის კერამიკული პანელები, რომელიც 1000-ჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მზის ძველი […]

პირველი ფოტოელექტრული კერამიკა – რევოლუციური ტექნოლოგია შეიქმნა

ფოტოელექტრულმა ენერგიამ დაამტკიცა, რომ ის არის ძლიერი წყარო, რომელიც ბირთვულ ენერგიას ანაცვლებს. თუმცა, მზის პანელები დიდ ადგილს მოითხოვს. ექსპერტთა ჯგუფმა მოახერხა უპრეცედენტო პოტენციალისა და წარმოუდგენლად მცირე ზომის პირველი ფოტოელექტრული კერამიკის შექმნა. ამის შესახებ ECONews ციურიხის მეცნიერთა ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნულია, რომ მათ შეიმუშავეს ახალი ტიპის კერამიკული პანელები, რომელიც 1000-ჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მზის ძველი […]

ევროპაში მგლის დაბრუნება დიდ კამათს იწვევს

წმინდანი თუ ეშმაკი: ევროპაში მგლის დაბრუნება დიდ კამათს იწვევს ვის ეშინია ყველაზე მეტად დიდი, ბოროტი მგლის? როგორც ჩანს, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობას. ასი წლის წინ რუხი მგლები ევროპაში, პრაქტიკულად განადგურდნენ, მაგრამ ახლა, პოპულაციის შენარჩუნების მიზნით გაწეული ძალისხმევის წყალობით, მათი რიცხვი გაიზარდა. მტაცებლების რაოდენობის ზრდამ კი ფერმერების პროტესტი და კონსერვატორების შეშფოთება გამოიწვია. 2023 წელს ევროკავშირის 23 […]

19 წლის ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პატრულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ბაიკერის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილმა განუცხადა. თავად მედია სასამართლო სხდომას არ დასწრებია, რადგან მისი ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „გამოკითხული არიან მოწმეები, საქმეში არის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, რაც უშუალოდ გარდაცვლილის ჩაფხუტზე იყო მიმაგრებული. გამოძიება კვლავ გაგრძელდება“, — განაცხადა […]

ანალენა ბერბოკი: “კრემლის ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპის თავისუფლებას”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ შეთანხმებას გერმანიაში ფრთოსანი რაკეტების (Tomahawk) და სხვა შორი დისტანციის სისტემების განთავსების შესახებ. „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში”, – გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელს ციტირებს მედია ჯგუფ Funke-ეს გამოცემები: „უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები, მათ შორის […]

ამერიკულ სანქციებში დიდი ბუნდოვანებაა – ქადაგიშვილი

აშშ-ს მხრიდან სანქციებში ძალიან დიდი ბუნდოვანებაა – თქვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედის“ ეთერში. „აშშ-ს უფლება აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მათი ეროვნული ინტერესი, მათი სანქცია და კანონმდებლობა გავრცელდეს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში სანქციებს, ვხედავთ, რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება, რადგან სანქციას მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. მოიგონეს, რომ რაღაც კანონს […]

დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გურამ შავარდენიძე, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ აღკვეთზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 19 ივლისს მოხდა. სამართალდამცველები მოპედით […]

კერძო სკოლებში ვაუჩერული სისტემა უნდა გადაიხედოს – განათლების ექსპერტი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მოსაზრებით, კერძო სკოლებისთვის ვაუჩერული სისტემა და დათვლის არსებული ფორმულა უნდა გადაიხედოს. როგორც ცენტრის პროექტების მენეჯერი ამბობს, კერძო სკოლებში ვაუჩერული სისტემის არსებული ფორმულით დათვლა სკოლების არათანაბარ პირობებში აყენებს. საქმე ისაა, რომ 2011 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო სკოლის ვაუჩერული დაფინანსება უფრო მრავალკომპონენტიანი გახდა და მისი ოდენობა სკოლის ზომაზე, გეოგრაფიულ და […]

ანაკლიის პორტის შემდეგ, ჩინეთი ვაზიანის აეროპორტის პროექტითაც დაინტერესდა

დასავლეთთან დისტანცირების პარალელურად ქართული ოცნება კრემლის ნარატივის გამტარებელ ჩინეთთან დაახლოებას სულ უფრო მეტად ცდილობს. ჩინეთს უკვე ჩააბარეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ჩინური მხარე დაინტერესებას გამოთქვამს ვაზიანის აეროპორტის პროექტზეც. განცხადება ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში, პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ გააკეთა კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ […]

აშშ-ში 64 წლის ქალი 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს

აშშ-ში 43-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს სანდრე ჰემე, რომელიც 1980 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ქალს მკვლელობაში ედებოდა ბრალი. საქმის ერთადერთი მტკიცებულება ფსიქიატრიულ კლინიკაში, ძლიერი ტრანკვილიზატორების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ჰემეს აღიარება იყო, რომელიც ძირითადად გამომძიებლების კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ მსგავსი აღიარება მტკიცებულებად არ უნდა იყოს მიჩნეული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ […]